ქიშმიშს დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ რამდენიმე წუთი, სანამ გაფუმფულდება.
წითელი კომბოსტო გავჭრათ ოთხ ნაწილად და წვრილად დავჭრათ.
სტაფილო დავჭრათ ძალიან წვრილ ჩხირებად ან გრძლად გავხეხოთ სახეხზე.
ვაშლი კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ კანიანად წვრილ ჩხირებად.
ნიგოზი დავჭრათ პატარა მოგრძო ნაწილებად.
ქიშმიში გავწუროთ წყლისგან.
დიდ ჯამში შევურიოთ კომბოსტო, სტაფილო, ვაშლი, ნიგოზი და ქიშმიში.
მოვასხათ მაიონეზი ან არაჟანი.
სურვილისამებრ დავამატოთ ლიმონის წვენი.
ყველაფერი კარგად ავურიოთ.
გავაციოთ მაცივარში 15-20 წუთით.
მივირთვათ ცივად.

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”