სახლური რჩევები

დღეს რით დაგეხმარო?

მშრალი სახის კანისთვის

მშრალი სახის კანისთვის

თაფლს დაამატეთ ცოტა შავი ან თეთრი პურის ფქვილი იმ რაოდენობით, რომ არ იყოს ძალიან სქელი. კოვზით კარგად აზილეთ და მიღებული მასა დაიდეთ სახეზე 30-40 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მშრალი სახის კანისთვის

მშრალი სახის კანისთვის

სახე გაიწმინდეთ კიტრის ნაჭრით. შემდეგ ერთ ჩაის კოვზ თაფლს დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი გლიცერინი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და აურიეთ. მიღებული მასა მოათავსეთ ბამბის დისკზე და თითქოს სახეს იპუდრავთ, მსგავსი მოძრაობით წაისვით. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

კანის დამწვრობის დროს

კანის დამწვრობის დროს

ალოეს ფოთლები გაჭერით სიგრძეზე და რბილობით მიიდეთ ჭრილობაზე, შემდეგ კი შეიხვიეთ.

კანის დამწვრობის დროს

კანის დამწვრობის დროს

ტკივილის გასაყუჩებლად და ჭრილობის მოსაშუშებლად დამწვარ ადგილზე დაიდეთ კვერცხის ცილაში ამოვლებული ნაჭერი

კანის მსუბუქი დამწვრობის ან მოყინვის დროს

კანის მსუბუქი დამწვრობის ან მოყინვის დროს

დაზიანებულ კანზე დაიდეთ ვაშლის თხელი ფენა

როგორ გავწმინდოთ გაზქურის ღუმელის მინა

როგორ გავწმინდოთ გაზქურის ღუმელის მინა

ღუმელის მინა გაწმინდეთ სპირტის ან ნიაშადურის წყალნარევი ხსნარით. ხელები რომ არ გაგიუხეშდეთ, ქურის გაწმენდისას ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები.

როგორ გავაპრიალოთ ალუმინის ჭურჭელი

როგორ გავაპრიალოთ ალუმინის ჭურჭელი

ალუმინის ჭურჭელს სიპრიალე რომ დაუბრუნოთ, გაწმინდეთ დანაყილი ცარცით ან კბილის ფხვნილით, ნიშადურის სპირტით ან სხვა ტუტოვანი ნივთერებით.

მშრალი სახის კანისთვის

მშრალი სახის კანისთვის

თაფლს დაუმატეთ კვერცხის გული და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე 2-30 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით

ხველის დროს

ხველის დროს

მოამზადეთ კომშის გულის (თავის თესლებიანად) ნაყენი და დალიეთ დღეში რამდჯერმე პატარა ყავის ჭიქით. კომშის ნაყენი სასუნთქი გზების ანთების და ხველის დამაწყნარებელი საუკეთესო საშუალებაა.

ზედმეტი მარილი მოგივიდათ?

ზედმეტი მარილი მოგივიდათ?

თუ წვნიანი კერძი მლაშე გამოგივიდათ, ჭიქა ბრინჯი მოათავსეთ მარლაში ან ნაჭერში, თავი მაგრად მოუკარით და ჩაუშვით კერძში. ბრინჯი იწოვს მარილს.

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”