კომბოსტო დავჭრათ წვრილად.
დაჭრილ კომბოსტოს დავაყაროთ ცოტა მარილი.
გავაჩეროთ 3-4 საათი.
გავწუროთ კომბოსტო კარგად, რომ სიტხე არ შეჰყვეს.
დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
დავამატოთ ნიახური, ოხრახუში, ქინძი, კამა და ნიორი.
დავამატოთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა (ყვითელი ყვავილი).
დავამატოთ წიწაკა, მარილი, ძმარი და ზეთი.
ყველაფერი კარგად ავურიოთ, რომ ინგრედიენტები თანაბრად გადანაწილდეს.
გავაჩეროთ ერთი დღე-ღამე ოთახის ტემპერატურაზე, დროდადრო ამოვურიოთ.
დავასხათ თავისივე წვენი, რომ კარგად დაფაროს.
მოვუკრათ თავი და შევინახოთ გრილ ადგილას.
გამოვიყენოთ საჭიროებისამებრ.

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”