საზაფხულო სალათი კვერცხის და ბერძნული იოგურტის სოუსით რეცეპტი

საზაფხულო სალათი კვერცხის და ბერძნული იოგურტის სოუსით

მსუბუქი და გამაგრილებელი საზაფხულო სალათი ხრაშუნა კომბოსტოთი და სტაფილოთი, რომელიც ერთდება ნაღებისებრ ბერძნული იოგურტის სოუსთან. სოუსის საფუძველი არის ავოკადო და მოხარშული კვერცხის გული, რაც სალათს აძლევს კრემოვან ტექსტურას და ნოყიერ გემოს.

წინასწარი დრო
18 წთ
მომზადების დრო
12 წთ
პორცია
4
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 1/2 თავი კომბოსტო
  • 2 ც მოზრდილი სტაფილო
  • 5 ც კვერცხი
  • 1 ც ავოკადო
  • 2 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
  • 400 გ ბერძნული იოგურტი
  • გემოვნებით მწვანილი (ქინძი/ოხრახუში/კამა)
  • გემოვნებით ნიორი
  • გემოვნებით შავი პილპილი
  • გემოვნებით მარილი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია380
ცილა20 გ
ნახშირწყლები28 გ
ცხიმი22 გ
ბოჭკო9 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

საზაფხულო სალათი კვერცხის და ბერძნული იოგურტის სოუსით მომზადების წესი

  1. 1

    კვერცხები მოვხარშოთ მაგრად (დაახლოებით 12–15 წუთი ადუღებიდან).

  2. 2

    სანამ კვერცხი იხარშება, კომბოსტო დავჭრათ წვრილად და მოვათავსოთ დიდ ჯამში.

  3. 3

    სტაფილო გავფცქვნათ და დავახეხოთ კომბოსტოს.

  4. 4

    მოხარშულ კვერცხებს დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ 3–5 წუთი, შემდეგ გავფცქვნათ.

  5. 5

    გავაცალკევოთ გული და ცილა.

  6. 6

    ცილები დავახეხოთ კომბოსტოსა და სტაფილოს ნარევშs.

  7. 7

    ავოკადო გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ კურკა და რბილობი ამოვიღოთ კოვზით.

  8. 8

    ცალკე თასში კვერცხის გულები დავსრისოთ ავოკადოს რბილობთან ერთად. დავამატოთ დიჟონის მდოგვი, ნიორი, მწვანილი, შავი პილპილი და ბერძნული იოგურტი, კარგად ავურიოთ ერთგვაროვან სოუსამდე.

  9. 9

    სალათას მოვაყაროთ მარილი და ავურიოთ.

  10. 10

    დავამატოთ მომზადებული სოუსი და კვლავ კარგად ავურიოთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს.

Chef's Tips

  • შეგიძლიათ დაამატოთ მოხარშული ქათმის ან ძროხის ხორცი, ასევე მცირე კუბიკებად დაჭრილი ძეხვი, ლორი ან მოხარშული სოსისი.
  • მირთმევამდე გააჩერეთ მაცივარში — გემო უკეთ იჟღინთება და სალათი უფრო გამაგრილებელია.
  • მიირთვით მჭადთან ერთად.
  • თუ კომბოსტო ძალიან მკვრივია, მსუბუქად ხელით მოზილეთ მარილთან ერთად 1 წუთით, რომ უფრო დარბილდეს.
  • ავოკადო აირჩიეთ ოდნავ რბილი — სოუსი უფრო კრემოვანი გამოვა.

რატომაა საზაფხულო სალათი კვერცხის და ბერძნული იოგურტის სოუსით სასარგებლო

  • კომბოსტო მდიდარია C, K და B ვიტამინებით, ასევე კალიუმით და რკინით. ამცირებს ცუდლ ქოლესტერინს და არეგულირებს წნევას. აზლიერებს იმუნიტეტს და ძვლებს. აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და იცავს უჯრედებს დაზიანებისგან.
  • კვერცხი მდიდარია ცილებით, ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით (A, D, B12). ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას და იმუნურ სისტემას.
  • კამა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით. ხელს უწყობს იმუნიტეტს, საჭმლის მონელებას და ანთების შემცირებას.
  • ქინძი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის ჯანრმთელობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს
  • ოხრახუში მდიდარია A, C, და K ვიტამინებით. ხელს უწყობს თვალების ჯანმრთელობას, ძვლების სიმყარეს, საჭმლის მონელებას. აქვს შარდმდენი ეფექტი
  • ნიორი აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს სისხლის წნევას, შაქარს და ქოლესტერინს. აქვს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღდეგო თვისებები.

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”