ხახვი დავჭრათ წვრილად და გრძლად.
ტაფაზე დავასხათ ზეთი და გავახუროთ.
დავყაროთ დაჭრილი ხახვი და მოვხრაკოთ.
კომბოსტო დავჭრათ წვრილად.
მოვაყაროთ მარილი და ხელით კარგად მოვსრისოთ.
ხახვი ნახევრად რომ მოიხრაკება, დავაყაროთ დაჭრილი კომბოსტო.
დავახუროთ და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ კომბოსტო კარგად არ დარბილდება.
მოშუშული კომბოსტო მივწი-მოვწიოთ ტაფის გვერდებზე.
ტაფის შუაში გავათავისუფლოთ მცირე ადგილი.
დავასხათ ოდნავ ზეთი და ჩავამატოთ ტომატის პასტა.
დავაყოვნოთ ტომატი რამდენიმე წუთი, რომ ოდნავ მოიბრაწოს.
მერე კარგად ავურიოთ კომბოსტოსთან ერთად.
მოვაყაროთ შავი პილპილი და თუ საჭიროა, მარილი.
ტაფა გამოვრთოთ.
მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი და ავურიოთ.
მივირთვათ თბილი.

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”