ქათმის ვრაპი ანუ როლი სალათის ფოთლებით

ქათმის ვრაპი ანუ როლი სალათის ფოთლებით

არომატული კერძი ქათმის ხორცით, სოკოთი და წაბლით. ჰოისინის სოუსის არომატით გაჯერებული მსუბუქი, ჯანსაღი და დაბალკალორიული კერძი.

წინასწარი დრო
15 წთ
მომზადების დრო
20 წთ
პორცია
4
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 1.25 კგ ქათმის ბარკალი ან ფილე
  • 3.5 ს.კ. კანოლას ან სხვა ზეთი
  • 200 გ შიტაკე ან ქამა სოკო (ღერო ამოღებული, დაჭრილი)
  • 2 კბილი ნიორი (წვრილად დაჭრილი)
  • 1 ჩ.კ. გახეხილი კოჭა
  • 60 მლ ჰოისინის სოუსი
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი (ნაკლებმარილიანი)
  • 1 ჩ.კ. ბრინჯის ძმარი
  • 1 ჩ.კ. სრირაჩას ან ტკბილი ჩილის სოუსი
  • 0.5 ჩ.კ. მოხალული სეზამის ზეთი
  • 225 გ წყლის წაბლი (კონსერვი, გაწურული და დაჭრილი)
  • 4 მწვანე ხახვი (თეთრი და ღია მწვანე ნაწილი საჭმელში, მუქი მწვანე — გარნირისთვის)
  • სეზამის თესლი — მოსაყრელად
  • 1 პატარა თავი სალათის ფოთოლი (ფურცლებად დაშლილი, სერვირებისთვის)
  • მარილი და პილპილი — გემოვნებით

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია370
ცილა31 გ
ნახშირწყლები17 გ
ცხიმი20 გ
ბოჭკო4 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

ქათმის ვრაპი ანუ როლი სალათის ფოთლებით მომზადების წესი

  1. 1

    დიდ ტაფაზე გაახურე 2 ს.კ. კანოლას ზეთი საშუალო-მაღალ ცეცხლზე.

  2. 2

    შეკმაზე სოკო მარილითა და პილპილით. მოშუშე 4–5 წუთი, შემდეგ დაბრაწე სანამ ოქროსფერი გახდება. გადმოიღე თეფშზე

  3. 3

    იმავე ტაფაში დაამატე დარჩენილი 1.5 ს.კ. კანოლას ზეთი და ქათმის ნაჭრები ერთ ფენად.

  4. 4

    მოაყარე მარილი და პილპილი. შეწვი 3–4 წუთი, სანამ ერთ მხარეს მოოქროსფრო გახდება.

  5. 5

    დაამატე ნიორი და კოჭა, აურიე და შეწვი კიდევ რამდენიმე წუთი, სანამ ქათამი მზად იქნება.

  6. 6

    ცალკე ჯამში აურიე ჰოისინის სოუსი, სოიოს სოუსი, ბრინჯის ძმარი, სრირაჩა და სეზამის ზეთი.

  7. 7

    დაასხი სოუსი ქათამზე, აურიე კარგად. გადმოიღე ცეცხლიდან.

  8. 8

    დაამატე წვრილად დაჭრილი ან გატარებული წაბლი, დაჭრილი მწვანე ხახვი (თეთრი+ღია მწვანე) და სოკო. აურიე, რომ კარგად შეზავდეს.

  9. 9

    მოაყარე დარჩენილი მწვანე ხახვი და სეზამის თესლი.

  10. 10

    გადაანაწილე სალათის ფურცლებში და მიირთვი თბილი.

Chef's Tips

  • საუკეთესო ტექსტურისთვის გამოიყენე ბარკლის ფილე, რადგან უფრო რბილი და წვნიანია.
  • სალათის ფურცლები წინასწარ გააცივე მაცივარში, რომ ხრაშუნა და ცივი იყოს.

რატომაა ქათმის ვრაპი ანუ როლი სალათის ფოთლებით სასარგებლო

  • სოკო მდიდარია ვიტამინ D-თი, ცილებითა და ანტიოქსიდანტებით. ხელს უწყობს იმუნიტეტს, ძვლების ჯანმრთელობას და კანის მდგომარეობას.
  • ნიორი აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს, სისხლის წნევას, შაქარს და ქოლესტერინს. აქვს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღდეგო თვისებები.
  • ბრინჯი არ შეიცვას გლუტენს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და გულის ჯანმრთელობას. ამაღლებს სეროტონინს - კარგ ხასიათზე მომყვან ჰორმონს. არეგულირებს მადას.
  • ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით და ქრომით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ანთების შემცირებას და იმუნიტეტს.
  • სალათის ფოთოლი ორგანიზმს ამარაგებს წყლით. მდიდარია A,C და K ვიტამინებით,ფოლიუმის მჟავით და ბოჭკოთი. ხლეს უწყობს თვალების და ძვლების ჯანმრთელობას

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”