სახლური რეცეპტები არის ადგილი, სადაც ქართული სამზარეულოს სითბო და ბავშვობის გემოები ცოცხლდება.
ჩვენ ვაზიარებთ რეცეპტებს, რომლებიც მართლაც მზადდება ოჯახურ სამზარეულოში — უბრალო ინგრედიენტებით, მარტივი ინსტრუქციებით, გულითა და სიყვარულით.ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტუმარმა იგრძნოს ის სითბო, რაც ტრიალებს ტრადიციულ ქართულ სახლში, როცა სუფრაზე ჩაქაფულია, ღუმელში კი ხაჭაპური ცხვება. ეს ვებსაიტი შეიქმნა არა მხოლოდ რეცეპტების შესაგროვებლად, არამედ იმისთვის, რომ სამზარეულოში ყოფნა კვლავ გახდეს სიხარული, არა ვალდებულება. მადლობა, რომ ჩვენს კულინარიულ ოჯახში ხართ 💛
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”