ტკბილი ფლავი ქიშმიშით რეცეპტი

ტკბილი ფლავი ქიშმიშით

ტრადიციული ტკბილი ფლავი — ნაზი, არომატული და გემრიელი დესერტი ქიშმიშითა და გარგარის ჩირით. სასიამოვნო ტკბილი კერძი, რომელიც იდეალურია როგორც დესერტად, ისე საზეიმო სუფრისთვის.

წინასწარი დრო
15 წთ
მომზადების დრო
50 წთ
პორცია
6
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 1 ჩაის ჭიქა - ბრინჯი
  • 2 ჩაის ჭიქა - წყალი
  • 1 ჩაის ჭიქა - შაქარი
  • 100 გ - ერბო ან კარაქი
  • 200 გ - ქიშმიში
  • 100 გ -გარგარის ჩირი
  • გემოვნებით მარილი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია380
ცილა5 გ
ნახშირწყლები68 გ
ცხიმი10 გ
ბოჭკო2 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

ტკბილი ფლავი ქიშმიშით მომზადების წესი

  1. 1

    ბრინჯი კარგად გავრეცხოთ რამდენჯერმე, სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება. თუ დაორთქლილ ბრინჯს გამოიყენებთ, ბევრი რეცხვა არ დაჭირდება.

  2. 2

    შემდეგ დავყაროთ საწურზე და დავტოვოთ.

  3. 3

    მოზრდილ ქვაბში ჩავასხათ წყალი.

  4. 4

    ჩავაჭრათ ერბო, მარგარინი ან კარაქი.

  5. 5

    დავუმატოთ შაქარი და მარილი.

  6. 6

    დავდგათ ცეცხლზე და ვურიოთ, სანამ ყველაფერი კარგად გაიხსნება.

  7. 7

    რომ ადუღდება, ჩავყაროთ შემშრალი ბრინჯი და 10 წუთის განმავლობაში ვურიოთ.

  8. 8

    10 წუთის შემდეგ,წამოდუღებისთანავე დავახუროთ ქვაბს თავსახური.

  9. 9

    ვხარშოთ თავდახურული დაბალ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში.

  10. 10

    შემდეგ დავამატოთ ქიშმიში და გარგარის ჩირი.

  11. 11

    ისევ დავახუროთ და დაველოდოთ, რომ ქიშმიშები გაფუმფულდეს (5-10 წუთი).

  12. 12

    ბოლოს ფრთხილად გადავურიოთ, რომ ჩირი და ქიშმიში თანაბრად გადანაწილდეს.

  13. 13

    მივირთვათ თბილად ან ცივად, სურვილისამებრ.

Chef's Tips

  • დაორთქლილი ბრინჯისგან საუცხოო ფანტია ფლავი გამოდის
  • ბრინჯი კარგად გარეცხეთ, რომ წებოვნება ამოვიდეს.
  • ხარშვისას არ მოხადოთ სახურავი - ბრინჯი უნდა მოიხარშოს ორთქლზე.
  • ფლავი ხარშეთ ისეთ დაბალ ცეცხლზე, რომ ხარშვა არ მიატოვოს, მაგრამ სულ ოდნავ დუღდეს.
  • შეგიძლიათ დაამატოთ სხვა გამომშრალი ხილი
  • ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ნაყოფი კომშის ან ალუბლის მურაბიდან
  • თუ უფრო ტკბილს ამჯობინებთ, დაამატეთ მეტი შაქარი.
  • ფლავი მეორე დღეს კიდევ უფრო გემრიელია, როცა გემო კარგად გაუჯდება.

რატომაა ტკბილი ფლავი ქიშმიშით სასარგებლო

  • ბრინჯი არ შეიცვას გლუტენს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და გულის ჯანმრთელობას. ამაღლებს სეროტონინს - კარგ ხასიათზე მომყვან ჰორმონს. არეგულირებს მადას.
  • კარაქი მდიდარი A, D, K ვიტამინებით. სასარგებლოა ძვლის ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ენერგიის მისაღებად, თუმცა ზომიერად უნდა იქნას გამოყენებული.

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”