ტრადიციული ქართული მწვანე ფხალი — ისპანახი, ნიგოზი და არომატული მწვანილები ქმნიან უნიკალურ, ჯანსაღ და გემრიელ კერძს. იდეალურია მჭადთან ან ღომთან მისართმევად.
ისპანახი გავარჩიოთ და კარგად გავრეცხოთ.
ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავახუროთ სახურავი და მოვხარშოთ.
მოხარშული ისპანახი გადავიტანოთ საწურზე, გავაციოთ და მერე ხელით კარგად გავწუროთ და დავკეპოთ.
დავნაყოთ ან გავატაროთ ბლენდერში ნიგოზი, ნიორი, ქინძის თესლი ან ხმელი ქინძი, წიწაკა და მარილი.
ნიგვზიანი მასა გავხსნათ ძმარში, დავამატოთ ცოტა ისპანახის წვენი.
დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი და ოხრახუში.
ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ დაკეპილ ისპანახში.
მივცეთ დიდი ბურთულების ფორმა.
მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და მივირთვათ.
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”