ჭარხლის ფოთლების ფხალი - წითელი ფხალი

ჭარხლის ფოთლების ფხალი - წითელი ფხალი

ქართული ტრადიციული წითელი ფხალი ჭარხლის ფოთლებით — ნიგვზიანი, არომატული და ჯანსაღი კერძი. უნიკალური გემო და ლამაზი წითელი ფერი გახდის მას სუფრის ნამდვილ მორთულობად.

წინასწარი დრო
25 წთ
მომზადების დრო
30 წთ
პორცია
6
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 1 კგ ჭარხლის ფოთოლი
  • 2 ჩაის ჭიქა ნიგოზი
  • 2 თავი ხახვი
  • 3 ძირი ქინძი
  • 3 ძირი ოხრახუში
  • 3 ძირი ნიახური
  • 3 ძირი კამა
  • გემოვნებით ძმარი
  • გემოვნებით წიწაკა
  • გემოვნებით ხმელი ქინძი
  • გემოვნებით მარილი
  • ბროწეულის მარცვლები დასაფარად

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია190
ცილა9 გ
ნახშირწყლები14 გ
ცხიმი13 გ
ბოჭკო6 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

ჭარხლის ფოთლების ფხალი - წითელი ფხალი მომზადების წესი

  1. 1

    გარჩეული და გარეცხილი ჭარხლის ფოთლები ჩავყაროთ ქვაბში.

  2. 2

    დავასხათ ცოტა ადუღებული წყალი, დავახუროთ სახურავი და მოვხარშოთ.

  3. 3

    როცა მოიხარშება და შეგრილდება, კარგად გავწუროთ (წვენი შევინახოთ).

  4. 4

    დავნაყოთ ან გავატაროთ ბლენდერში ნიგოზი, ხმელი ქინძი ან ქინძის თესლი, მარილი და წითელი დაფქული წიწაკა.

  5. 5

    ეს მასა გავხსნათ ძმარში, რომელსაც დამატებული ექნება ჭარხლის ფოთლების წვენი.

  6. 6

    დავამატოთ წვრილად დაკეპილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა და ნიახური.

  7. 7

    ეს ნარევი კარგად ავურიოთ დაკეპილ ჭარხლის ფოთოლს.

  8. 8

    მივცეთ ბურთულების ფორმა.

  9. 9

    გადავიტანოთ თეფშზე და მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.

  10. 10

    მივირთვათ ცივად, სასწურველია მჭადთან.

Chef's Tips

  • თუ ჭარხლის ფოთლებს ნორჩი ძირები აქვს, შეგიძლიათ ისინიც მოხარშოთ და დაამატოთ.
  • ფოთლები კარგად გაწურეთ, რომ ფხალი სწორი კონსისტენციის იყოს.
  • დაამატეთ მეტი წითელი წიწაკა, თუ პიკანტურ გემოს ამჯობინებთ.
  • ფხალი უკეთესად ინახება მაცივარში და 2-3 დღე შეგიძლიათ შეინახოთ.
  • ბროწეულის მარცვლები აძლევს ფხალს დამატებით გემოსა და დეკორატიულობას.

რატომაა ჭარხლის ფოთლების ფხალი - წითელი ფხალი სასარგებლო

  • ჭარხლის ფოთოლი არეგულირებს წნევას, აძლიერებს სისხლძარღვებს და გულს, ხელს უშლის გულის დაავადებების წარმოქმნას ან განივთარებას. შეიცავს ბეტალაინს (წითელ პიგმენტს), რომელიც აუციელებელია ტვინის უჯრედებისა და ღვიძლის ფუნქციონირებისთვის
  • ნიგოზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით, მაგნიუმითა და ცილებით. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ტვინის ჯანმრთელობისთვის, ანთების შემცირებისა და კანისთვის.
  • ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით და ქრომით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ანთების შემცირებას და იმუნიტეტს.
  • ქინძი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის ჯანრმთელობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს
  • ოხრახუში მდიდარია A, C, და K ვიტამინებით. ხელს უწყობს თვალების ჯანმრთელობას, ძვლების სიმყარეს, საჭმლის მონელებას. აქვს შარდმდენი ეფექტი

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”