ჯემისთვის გამოიყენეთ ვაშლის პიურე ცოტა შაქრით და ვანილ-დარიჩინით.
ჯამში დაამატეთ კვერცხი და შაქარი, აურიეთ სანამ გამჭვირვალე მასა არ მიიღება.
შეურიეთ დარბილებული კარაქი და შემდეგ მაწონი/არაჟანი.
გააქტიურეთ სოდა ძმრით და დაუმატეთ ცომს, ასევე ჩაყარეთ მარილი და ლიმონის მჟავა.
ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, სანამ სქელი არაჟნის ტექსტურა არ მიიღება.
გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი ან გამოიყენეთ საცხობი ქაღალდი.
ჩაასხით ცომის დაახლოებით 5/6, ზემოდან გადაანაწილეთ ვაშლის ჯემი.
დარჩენილი ცომით გააკეთეთ 'ბორტები' და დეკორი დიაგონალური ზოლებით.
აცხვეთ 180°C-ზე წინასწარ გახურებულ ღუმელში, 40-50 წუთის განმავლობაში.
გამოიღეთ და გააგრილეთ, შემდეგ მიირთვით.
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”