გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით — ტრადიციული ქართული კერძი, რომელიც აერთიანებს მოხარშულ შინაგან ორგანოებს, ნიგვზის სოუსსა და არომატულ სანელებლებს. გამორჩეული გემოსა და სურნელის წყალობით, ეს კერძი განსაკუთრებით უხდება სადღესასწაულო სუფრას.
კუჭმაჭი კარგად გაასუფთავე, გარეცხე და მოათავსე ქვაბში.
დაასხი წყალი და მოხარშე საშუალო ცეცხლზე, სანამ კარგად მოიხარშება.
ამოიღე, გააციე და დაჭერი წვრილ ოთხკუთხედ ნაჭრებად.
დაუმატე წვრილად დაჭრილი ხახვი და ქონდარი.
ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი და სუნელები ერთად დანაყე.
დანაყილი ნიგვზის ნარევი გახსენი ცოტა ბულიონში და დაუმატე კუჭმაჭს.
დაუმატე ძმარი ან ბროწეულის წვენი და მარილი, აურიე კარგად.
თუ კუჭმაჭი ძალიან მშრალია, დაამატე ცოტაოდენი ბულიონი.
სუფრაზე მიტანამდე მოაყარე ბროწეულის მარცვლები დეკორაციისთვის.
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”