სურნელოვანი ბრინჯის კერძი ბატკნის ან ხბოს ხორცით, სტაფილოთი და სანელებლებით - ტრადიციული უზბეკური გემო თქვენს სუფრაზე.
ბრინჯი კარგად გავრეცხოთ რამდენჯერმე, შემდეგ დავტოვოთ მარილიან თბილ წყალში ~2 საათით.
ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. დიდი თუჯის ქვაბი (ჩახანა) გავახუროთ მაღალ ცეცხლზე, ჩავასხათ ზეთი. ზეთიც რომ გაცხელდება, ჩავყაროთ ხორცის ნაჭრები და ვშუშოთ ნახევარი საათი, განუწყვეტლივ ვურიოთ ხის ჩოგნით.
დაავამატოთ მსხვილად დაჭრილი ხახვი და ვშუშოთ კიდევ 30 წუთი.
ჩავამატოთ გრძლად დაჭრილი სტაფილო და ვშუშოთ ხშირი მორევით.
როდესაც სტაფილოც ჩაშლას დაიწყებს, ჩავამატოთ ცოტა ზირა, მარილი და კოწახური.
როდესაც მოშუშული მასა ჩაშრება, ვამატებთ 1ლ-1.5ლ მდუღარე წყალს, ვამატებთ ისევ ცოტა ზირას, მარილს და კოწახურს, ვურევთ და ვაგემოვნებთ წვენს - იგი უნდა იყოს ოდნავ ზედმეტად მარილიანი
შემდეგ ქვაბში ვამატებთ ნიორის მთლიან თავებს და მთლიან წიწაკებს და ვადუღებთ ამოშრობამდე
შემდეგ ამოვიღოთ მოხარშული ნიორი და წიწაკები ცალკე თეფშზე
ბრინჯი გადავწუროთ და მოვათავსოთ ჩამშრალ წვენში.
დავასხათ ადუღებული წყალი ბრინჯი რომ დაფაროს, დავამატოთ ისევ ცოტა ზირა, მარილი და კოწახური, დავახუროთ ჰერმეტულად თავზე და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე ბრინჯის მოხარშვამდე.
როდესაც ბრინჯი მოიხარშება და წვენი ჩაშრება, ვურევთ მთლიან მასას დიდი ხის ჩოგნით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადმოვიტანოთ დიდი ზომის ლანგარზე და გარშემო შემოვუწყოთ ნივრები და წიწაკები
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”