ფენქეიქები რეცეპტი

ფენქეიქები

ფუმფულა ფენქეიქები - თბილი, ღუნღულა, ნუთელით, ჯემით ან თაფლით. უგემრიელესი დესერტი დღის ნებისმიერ დროს. განსაკუთრებით გემრიელია ალუბლის ან კომშის მურაბასთან ერთად.

წინასწარი დრო
10 წთ
მომზადების დრო
30 წთ
პორცია
4
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 2 ც - კვერცხი
  • 1/2 ჭიქა - შაქარი
  • 400 მლ - მაწონი
  • 2 ჭიქა - ფქვილი
  • 1/2 ჩ.კ. - სოდა
  • გემოვნებით - ვანილი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია310
ცილა11 გ
ნახშირწყლები50 გ
ცხიმი8 გ
ბოჭკო2 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

ფენქეიქები მომზადების წესი

  1. 1

    კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად რამდენიმე წუთი - რაც უფრო დიდხანს ავთქვეფთ, მით უფრო ფუმფულა იქნება ფენქეიქი.

  2. 2

    დავუმატოთ მაწონი და კარგად ავურიოთ.

  3. 3

    დავამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი სოდა და ვანილი.

  4. 4

    თანდათანობით ჩავამატოთ ფქვილი, იმდენი, რომ არაჟნის სისქის მასა მივიღოთ.

  5. 5

    ფქვილის დამატების შემდეგ კარგად მოვურიოთ, რომ ფქვილი სრულად გაიხსნას და ბურთულები არ დარჩეს.

  6. 6

    ტაფას წავუსვათ ზეთი და კარგად გავახუროთ.

  7. 7

    ცხელ ტაფაზე სუფრის კოვზით მოვათავსოთ ცომის გუნდა და კოვზის უკანა მხარის წრიული მოსმით გავშალოთ მრგვალად.

  8. 8

    დავახუროთ სახურავი და ცეცხლს ბოლომდე დავუწიოთ, რომ ფენქეიქმა გამოცხობა მოასწროს.

  9. 9

    როცა ამოფუმფულდება და ზემოდან თითქმის მოშრება, ფრთხილად გადავაბრუნოთ.

  10. 10

    მეორე მხარეც შევწვათ ოქროსფერ ფერამდე.

  11. 11

    მივირთვათ თბილი, ნებისმიერ ჯემთან, მურაბასთან, ნუთელასთან, თაფლთან ან ნაყინთან ერთად.

Chef's Tips

  • რაც უფრო დიდხანს ავთქვეფთ კვერცხს შაქართან, მით უფრო ფუმფულა იქნება ფენქეიქი.
  • ცომი უნდა იყოს არაჟნის კონსისტენციის - არც ძალიან თხელი, არც ძალიან სქელი.
  • ტაფა კარგად გაახურეთ, რომ ფენქეიქები არ დაიკრას,მაგრამ დასხმისთანავე დაუწიეთ
  • დახურული ტაფით გამოცხობა უზრუნველყოფს ფუმფულა და რბილ ფენქეიქებს.
  • შეგიძლიათ დაამატოთ ბანანის ნაჭრები, შოკოლადის ნატეხები ან კენკრა ცომში.

რატომაა ფენქეიქები სასარგებლო

  • კვერცხი მდიდარია ცილებით, ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით (A, D, B12). ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას და იმუნურ სისტემას.
  • მაწონი შეიცავს პრობიოტიკებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავების ჯანმრთელობას, საჭმლის მომნელებელ სისტემას, წონის რეგულირებას და ქოლესტერინის დონის შემცირებას სისხლში.

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”