ისპანახი კვერცხით გამომცხვარი რეცეპტი

ისპანახი კვერცხით გამომცხვარი

ჯანსაღი და გემრიელი გამომცხვარი ისპანახი კვერცხით, რიკოტაით და ყველით. ფუმფულა, ყველიანი და ნუტრიენტებით გაჯერებული, იდეალურია საუზმედ, ლანჩზე ან მსუბუქ სადილად.

წინასწარი დრო
20 წთ
მომზადების დრო
35 წთ
პორცია
6
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 1 კონა - ისპანახი
  • 4 ც - კვერცხი
  • 250 გ - რიკოტა ან ხაჭო
  • 2 ს.კ. - ზეითუნის ზეთი
  • 200 გ - სულგუნი ან ყველი
  • 3 ს.კ. - ფქვილი
  • 0.5 ჩ.კ. - სოდა
  • გემოვნებით - ბაზილიკი
  • გემოვნებით - შავი პილპილი
  • გემოვნებით - წითელი დაფქული წიწაკა
  • გემოვნებით - მარილი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია280
ცილა18 გ
ნახშირწყლები12 გ
ცხიმი18 გ
ბოჭკო3 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

ისპანახი კვერცხით გამომცხვარი მომზადების წესი

  1. 1

    გარეცხილი და კარგად გამშრალი ისპანახი დავჭრათ ალაგ-ალაგ, საშუალო ზომაზე.

  2. 2

    4 კვერცხი ავთქვიფოთ ჯამში.

  3. 3

    დავუმატოთ რიკოტა ან ხაჭო და კარგად ავურიოთ.

  4. 4

    დავასხათ ზეითუნის ზეთი.

  5. 5

    დავამატოთ გახეხილი ყველი ან სულგუნი.

  6. 6

    ჩავამატოთ შავი პილპილი, წითელი დაფქული წიწაკა, ბაზილიკი და მარილი.

  7. 7

    კარგად ავურიოთ, რომ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვნად შეერიოს.

  8. 8

    დავამატოთ ფქვილი და ავურიოთ.

  9. 9

    შემდეგ დავამატოთ სოდა და ისიც ავურიოთ.

  10. 10

    ბოლოს დავამატოთ დაჭრილი ისპანახი.

  11. 11

    მსუბუქად მოვურიოთ, რომ ისპანახი თანაბრად გადანაწილდეს.

  12. 12

    გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ ზეითუნის ზეთი.

  13. 13

    მოვათავსოთ ისპანახიანი მასა და გავასწოროთ ზედაპირი.

  14. 14

    ზემოდანაც მოაყაროთ გახეხილი ყველი

  15. 15

    გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში.

  16. 16

    დაჭრამდე ოდნავ შევაგრილოთ.

  17. 17

    მივირთვათ თბილად ან ცივად.

Chef's Tips

  • ისპანახი კარგად უნდა იყოს გამშრალი, რომ არ გამოვიდეს ძალიან თხევადი.
  • შეგიძლიათ დაამატოთ ნიორი ან ხახვი დამატებითი გემოსთვის.
  • რიკოტის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხაჭო ან თხის ყველი.
  • შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა სახის ყველი - ფეტა, მოცარელა, პარმეზანი.
  • გამომცხვარი შეინახეთ მაცივარში და გაათბეთ საჭიროებისამებრ.
  • შეგიძლიათ გააკეთოთ მცირე ზომის ინდივიდუალური პორციები მაფინის ფორმებში.

რატომაა ისპანახი კვერცხით გამომცხვარი სასარგებლო

  • ისპანახი მდიდარია A, C, K ვიტამინებით და ისეთი მინერალიბეით, როგორიცაა რკინა და მაგნიუმი, რაც ხელს უწყობს ზოგად ჯანმრთელობას, ძვლების სიმკვრივეს, მხედველობის გაუმჯობესებას და იმუნიტეტის გაძლიერებას. მასში შემავალი ბოჭკო არეგულირებს წონას.
  • კვერცხი მდიდარია ცილებით, ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით (A, D, B12). ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას და იმუნურ სისტემას.
  • ხაჭო მდიდარია ცილებით, კალციუმით და ფოსფორით. ხელს უწყობს ძვლების და კუნთების ჯანმრთელობას. არეგულირებს შაქრის რაოდენობას სისხლში. შეიცავს B12 ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ტვინის და სისხლის უჯრედებისთვის
  • ზეითუნის ზეთი მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, ვიტამინ E-თი და ანტიოქსიდანტებით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ანთების შემცირებას და კანის ნუტრიენტურ უზრუნველყოფას.
  • ყველი მდიდარია კალციუმით, ვიტამინ B12-თი და ცილებით. ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობას, კბილების სიძლიერეს და ენერგიას.

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”