მწვანე პომიდორი ნიგვზით რეცეპტი

მწვანე პომიდორი ნიგვზით

მწვანე პომიდვრის სალათი ნიგვზით, ბულგარული წიწაკითა და არომატული მწვანილებით. გემრიელი და ჯანსაღი კერძი, რომელიც მიირთმევა როგორც სალათი, ხემსი ან გარნირი.

წინასწარი დრო
30 წთ
მომზადების დრო
10 წთ
პორცია
8
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 1 კგ მწვანე - პომიდორი
  • 3 თავი - ხახვი
  • 1 ჩაის ჭიქა - ნიგოზი
  • 2 კგ წითელი - ბულგარული წიწაკა
  • 3-4 კბილი - ნიორი
  • 0.5 ჭიქა - ძმარი
  • გემოვნებით - ოხრახუში
  • გემოვნებით - კამა
  • გემოვნებით - წიწაკა
  • გემოვნებით - ხმელი ქინძი
  • გემოვნებით - უცხო სუნელი
  • გემოვნებით - მარილი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია140
ცილა5 გ
ნახშირწყლები18 გ
ცხიმი6 გ
ბოჭკო4 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

მწვანე პომიდორი ნიგვზით მომზადების წესი

  1. 1

    პატარა ზომის მწვანე პომიდორები დავჭრათ 4 ან 6 ნაწილად.

  2. 2

    მოვაშოროთ თესლი.

  3. 3

    გავათუთქოთ მდუღარე წყალში 3 წუთით.

  4. 4

    შემდეგ ისე გავწუროთ, რომ წყალი არ შეჰყვეს.

  5. 5

    გადავიტანოთ მომინანქრებულ ან მინის ჭურჭელში.

  6. 6

    დავაყაროთ წვრილად და გრძლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა.

  7. 7

    დავნაყოთ ან გავატაროთ ბლენდერში ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ომბალო და კამა.

  8. 8

    ნიგვზიანი ნაზავი გავხსნათ ძმარში.

  9. 9

    დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კარგად ავურიოთ.

  10. 10

    ეს ნაზავი დავასხათ პომიდორსა და ბულგარულ წიწაკას.

  11. 11

    სალათი გადავიტანოთ შესაფერის ჭურჭელზე და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

Chef's Tips

  • ძმარში გახსნილ ნიგოზს შეგიძლიათ დაამატოთ ხმელი ქინძი და უცხო სუნელი დამატებითი არომატისთვის.
  • შეიძლება გაკეთდეს ბულგარული წიწაკის გარეშეც - მხოლოდ პომიდორით.
  • პომიდორის გათუთქვა აუცილებელია, რომ უფრო რბილი გახდეს.
  • ნიგოზი კარგად უნდა გაიხსნას ძმარში, რომ ერთგვაროვანი სოუსი მიიღოთ.
  • სალათი უკეთესია რამდენიმე საათით გააჩეროთ, რომ გემო კარგად გაუჯდეს.
  • შეინახეთ მაცივარში და მიირთვეთ 3-4 დღის განმავლობაში.

რატომაა მწვანე პომიდორი ნიგვზით სასარგებლო

  • პომიდორი მდიდარია C ვიტამინით, ლიკოპენითა და ანტიოქსიდანტებით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, კანის მდგომარეობას და იმუნიტეტს.
  • ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით და ქრომით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ანთების შემცირებას და იმუნიტეტს.
  • ნიგოზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით, მაგნიუმითა და ცილებით. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ტვინის ჯანმრთელობისთვის, ანთების შემცირებისა და კანისთვის.
  • ბულგარული წიწაკა მდიდარია C ვიტამინით, ანტიოქსიდანტებითა და ბეტა-კაროტინით. ხელს უწყობს იმუნიტეტს, კანის ჯანმრთელობას და ანთების შემცირებას.
  • ნიორი აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს სისხლის წნევას, შაქარს და ქოლესტერინს. აქვს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღდეგო თვისებები.
  • ოხრახუში მდიდარია A, C, და K ვიტამინებით. ხელს უწყობს თვალების ჯანმრთელობას, ძვლების სიმყარეს, საჭმლის მონელებას. აქვს შარდმდენი ეფექტი
  • კამა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით. ხელს უწყობს იმუნიტეტს, საჭმლის მონელებას და ანთების შემცირებას.
  • ქინძი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის ჯანრმთელობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”