მწვანე ლობიო პომიდვრით რეცეპტი

მწვანე ლობიო პომიდვრით

ქართული ტრადიციული კერძი - მწვანე ლობიო ახალი პომიდვრით, ხახვითა და ბულგარული წიწაკით მოთუშული. მსუბუქი, ჯანსაღი და არომატული საზაფხულო კერძი.

წინასწარი დრო
20 წთ
მომზადების დრო
40 წთ
პორცია
4
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 500 გ - მწვანე ლობიო
  • 2 თავი - ხახვი
  • 3 ც - პომიდორი
  • 1 ც - წითელი ბულგარული წიწაკა
  • 100 გ - კარაქი
  • 2 კბილი - ნიორი
  • გემოვნებით ქინძი
  • გემოვნებით რეჰანი
  • გემოვნებით მარილი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია240
ცილა10 გ
ნახშირწყლები22 გ
ცხიმი14 გ
ბოჭკო8 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

მწვანე ლობიო პომიდვრით მომზადების წესი

  1. 1

    მწვანე ლობიო გავარჩიოთ და გავრეცხოთ.

  2. 2

    დავტეხოთ სამ-ოთხ ნაწილად და ჩავყაროთ ქვაბში.

  3. 3

    წყალი ცალკე ავადუღოთ.

  4. 4

    დავასხათ ლობიოს იმდენი მდუღარე წყალი, რომ ოდნავ ფარავდეს.

  5. 5

    ვხარშოთ სანამ ლობიო რბილდება.

  6. 6

    როდესაც ლობიო მოიხარშება, გადავიტანოთ საწურზე.

  7. 7

    ქვაბში მოვათავსოთ კარაქი და გავაცხელოთ.

  8. 8

    ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი.

  9. 9

    დავამატოთ საშუალოდ დაჭრილი ბულგარული წიწაკა.

  10. 10

    მოვშუშოთ ნელ ცეცხლზე.

  11. 11

    ხახვი ოქროსფრად რომ მოიბრაწება, დავამატოთ კანგაცლილი გატარებული ან დაჭყლეტილი პომიდორი.

  12. 12

    ვთუშოთ, სანამ პომიდორი კარგად დარბილდება.

  13. 13

    თუ ძალიან ჩაშრება, დავამატოთ საჭიროებისამებრ ადუღებული წყალი.

  14. 14

    ჩავამატოთ გაწურული მწვანე ლობიო.

  15. 15

    დავამატოთ გატარებული ან დაჭყლეტილი ნიორი.

  16. 16

    ჩავამატოთ დაჭრილი ქინძი და რეჰანი.

  17. 17

    დავამატოთ მარილი და კარგად მოვურიოთ.

  18. 18

    წამოვადუღოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

  19. 19

    მივირთვათ თბილი, პურთან ერთად.

Chef's Tips

  • უფრო ნოყიერი სადილისთვის პომიდორთან ერთად დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი.
  • ლობიო არ გადაახარშოთ - უნდა იყოს რბილი, მაგრამ არა გადახარშული.
  • თუ უფრო წვნიანს ამჯობინებთ, დაამატეთ მეტი წყალი.
  • შეგიძლიათ დაამატოთ ტომატის პასტა უფრო მდიდარი გემოსთვის.
  • კერძი მეორე დღეს კიდევ უფრო გემრიელია.
  • იდეალურია როგორც დამოუკიდებელი კერძი ან გარნირად ხორციან კერძებთან.

რატომაა მწვანე ლობიო პომიდვრით სასარგებლო

  • ლობიო მდიდარია ცილებით, ფოლიუმის მჟავით, მაგნიუმითა და კალიუმით. ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას და საჭმლის მონელებას.
  • ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით და ქრომით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ანთების შემცირებას და იმუნიტეტს.
  • პომიდორი მდიდარია C ვიტამინით, ლიკოპენითა და ანტიოქსიდანტებით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, კანის მდგომარეობას და იმუნიტეტს.
  • ბულგარული წიწაკა მდიდარია C ვიტამინით, ანტიოქსიდანტებითა და ბეტა-კაროტინით. ხელს უწყობს იმუნიტეტს, კანის ჯანმრთელობას და ანთების შემცირებას.
  • კარაქი მდიდარი A, D, K ვიტამინებით. სასარგებლოა ძვლის ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ენერგიის მისაღებად, თუმცა ზომიერად უნდა იქნას გამოყენებული.
  • ნიორი აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს სისხლის წნევას, შაქარს და ქოლესტერინს. აქვს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღდეგო თვისებები.
  • ქინძი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის ჯანრმთელობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”