ლობიო ამოლესილი

ლობიო ამოლესილი

ამოლესილი ლობიო — მდიდარი არომატით, სურნელოვანი მწვანილითა და სუნელებით. ამოლესილი ლობიო იდეალურია როგორც მთავარი კერძი, ასევე ხრაშუნა მჭადთან ან მწნილებთან ერთად.

წინასწარი დრო
15 წთ
მომზადების დრო
120 წთ
პორცია
4
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 500 გ - ლობიო
  • 2 ც - ხახვი
  • 2 კონა - ქინძი
  • 1 კონა - ოხრახუში
  • 1 კონა - ნიახური
  • გემოვნებით -ხმელი ქონდარი
  • გემოვნებით საშკვლავი (ბაზილიკი)
  • გემოვნებით დაფნის ფოთოლი
  • მარილი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია320
ცილა14 გ
ნახშირწყლები45 გ
ცხიმი8 გ
ბოჭკო10 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

ლობიო ამოლესილი მომზადების წესი

  1. 1

    ლობიო კარგად გაარჩიე და გარეცხე.

  2. 2

    დაასხი წყალი და დაადგი მაღალ ცეცხლზე.

  3. 3

    პირველი ადუღების შემდეგ წყალი გადაასხი და დაასხი ახალი წყალი მოსახარშად.

  4. 4

    ლობიო რომ თითქმის მოიხარშება, დაამატე 2-3 დაფნის ფოთოლი.

  5. 5

    ტაფაზე ზეთში მოხრაკე წვრილად დაჭრილი ხახვი.

  6. 6

    მოხარშულ ლობიოს დაამატე ნახევარი ქინძი, დანარჩენი მწვანილები, სუნელები და მარილი.

  7. 7

    ამოლესე სპეციალური სალესით, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოს.

  8. 8

    ბოლოს დაუმატე მოხრაკული ხახვი და მოურიე.

  9. 9

    სუფრაზე მიტანის წინ მოაყარე დარჩენილი დაჭრილი ქინძი.

Chef's Tips

  • ლობიო უმჯობესია წამოადუღო წინა საღამოს და დატოვო ცივ წყალში.
  • თუ ხარშვისას წყალი დაშრება, დაამატე ცივი წყალი.
  • დაამატე აჯიკა ან წითელი წიწაკა მეტი არომატისთვის.
  • შეგიძლია დაამატო ტყემალი ან დაფქვილი კოწახური პიკანტური გემოს მისაცემად.

რატომაა ლობიო ამოლესილი სასარგებლო

  • ლობიო მდიდარია ცილებით, ფოლიუმის მჟავით, მაგნიუმითა და კალიუმით. ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას და საჭმლის მონელებას.
  • ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით და ქრომით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ანთების შემცირებას და იმუნიტეტს.
  • ქინძი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის ჯანრმთელობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს
  • ოხრახუში მდიდარია A, C, და K ვიტამინებით. ხელს უწყობს თვალების ჯანმრთელობას, ძვლების სიმყარეს, საჭმლის მონელებას. აქვს შარდმდენი ეფექტი

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”