
ქართული ტრადიციული მდიდარი ხორცის სუპი - ძროხის ხორცი, ბოსტნეული და მაკარონით. მაგიერი, საკმაოდ გემრიელი და ჯანსაღი, რომელიც ენერგიით ავსებს და აცხელებს ცივ დღეებში.
გავრეცხოთ და დავჭრათ ძროხის ხორცის მკერდი ან ძვლიანი ხორცის ნაჭრები.
მოვათავსოთ მოზრდილ ქვაბში.
დავასხათ ცივი წყალი და დავდგათ მოსახარშად.
პირველი ადუღებისას მოყენებული ქაფი მოვხადოთ.
ხორცი ნახევრად რომ მოიხარშება (დაახლოებით 30- 40 წუთი), ჩავუმატოთ მთელ-მთელი გარეცხილი ხახვები.
დავამატოთ მსხვილად დაჭრილი გათლილი სტაფილო და დიდ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი.
ვხარშოთ კიდევ 20 წუთი.
მოხარშული ხახვი, კარტოფილი და სტაფილო დროებით ამოვიღოთ.
ჩავამატოთ ბრინჯი ან ვერმიშელი ან მაკარონი.
5 წუთის დუღილის შემდეგ დავუმატოთ კანგაცლილი დაჭყლეტილი პომიდორი ან 1 სუფრის კოვზი ტომატის პასტა.
კიდევ 5 წუთის დუღილის შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა და ნიახური.
ჩავაბრუნოთ ხახვი, კარტოფილი და სტაფილო.
დავამატოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მოვურიოთ და გადმოვდგათ.
მივირთვათ ცხელი, პურთან ერთად.

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”