მწვანე ლობიო კვერცხით რეცეპტი

მწვანე ლობიო კვერცხით

ქართული ტრადიციული კერძი - ნაზი მწვანე ლობიო ხახვითა და კვერცხით. კარაქიანი, არომატული და ჯანსაღი კერძი, რომელიც შესანიშნავია რაციონის გასამრავალფეროვნებად.

წინასწარი დრო
15 წთ
მომზადების დრო
35 წთ
პორცია
4
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 500 გ - მწვანე ლობიო
  • 2 თავი - ხახვი
  • 100 გ - კარაქი
  • 2 ც - კვერცხი
  • 2 კბილი - ნიორი
  • გემოვნებით - ქინძი
  • გემოვნებით - რეჰანი
  • გემოვნებით - კამა
  • გემოვნებით - ოხრახუში
  • გემოვნებით - მარილი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია280
ცილა14 გ
ნახშირწყლები18 გ
ცხიმი18 გ
ბოჭკო6 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

მწვანე ლობიო კვერცხით მომზადების წესი

  1. 1

    მწვანე ლობიო გავარჩიოთ და გავრეცხოთ.

  2. 2

    დავტეხოთ სამ-ოთხ ნაწილად და ჩავყაროთ ქვაბში.

  3. 3

    წყალი ცალკე ავადუღოთ.

  4. 4

    დავასხათ ლობიოს იმდენი მდუღარე წყალი, რომ ოდნავ ფარავდეს.

  5. 5

    ვხარშოთ ზომიერ ცეცხლზე, სანამ ლობიო დარბილდება.

  6. 6

    როდესაც ლობიო მოიხარშება და წყალი ჩაშრება, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი.

  7. 7

    დავამატოთ კარაქი.

  8. 8

    მოვშუშოთ ნელ ცეცხლზე, სანამ ხახვი და ლობიო კარგად მოიშუშება.

  9. 9

    დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი, მარილი.

  10. 10

    კარგად ავურიოთ.

  11. 11

    კვერცხი ცალკე ჯამში გავათქვიფოთ.

  12. 12

    დავასხათ ათქვეფილი კვერცხი ლობიოს, მაგრამ არ მოვურიოთ.

  13. 13

    რამდენიმე ადგილას დანით ჩავჩხვლიტოთ, რომ კვერცხი ჩაიწოვოს.

  14. 14

    ზედაპირი ოდნავ მოვასწოროთ.

  15. 15

    გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავაყოვნოთ რამდენიმე წუთი.

  16. 16

    მივირთვათ თბილი, პურთან ერთად.

Chef's Tips

  • ლობიო არ გადაახარშოთ - უნდა იყოს რბილი, მაგრამ არა გადახარშული.
  • კვერცხის დასხმის შემდეგ არ აურიოთ - დანით ჩაჩხვლეტა საკმარისია.
  • კარაქი აძლევს კერძს განსაკუთრებულ ნოყიერებას და გემოს.
  • შეგიძლიათ დაამატოთ ტომატის პასტა ან პომიდორი დამატებითი გემოსთვის.
  • მწვანილი ბოლოს დაამატეთ, რომ არ დაკარგოს არომატი.
  • შეგიძლიათ დაამატოთ წითელი წიწაკა ან აჯიკა პიკანტურობისთვის.
  • თუ ლობიო ძალიან რბილი გინდათ, უფრო დიდხანს მოხარშეთ.

რატომაა მწვანე ლობიო კვერცხით სასარგებლო

  • ლობიო მდიდარია ცილებით, ფოლიუმის მჟავით, მაგნიუმითა და კალიუმით. ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას და საჭმლის მონელებას.
  • ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით და ქრომით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ანთების შემცირებას და იმუნიტეტს.
  • კარაქი მდიდარი A, D, K ვიტამინებით. სასარგებლოა ძვლის ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ენერგიის მისაღებად, თუმცა ზომიერად უნდა იქნას გამოყენებული.
  • კვერცხი მდიდარია ცილებით, ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით (A, D, B12). ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას და იმუნურ სისტემას.
  • ნიორი აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს სისხლის წნევას, შაქარს და ქოლესტერინს. აქვს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღდეგო თვისებები.
  • ქინძი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის ჯანრმთელობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს
  • კამა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით. ხელს უწყობს იმუნიტეტს, საჭმლის მონელებას და ანთების შემცირებას.
  • ოხრახუში მდიდარია A, C, და K ვიტამინებით. ხელს უწყობს თვალების ჯანმრთელობას, ძვლების სიმყარეს, საჭმლის მონელებას. აქვს შარდმდენი ეფექტი

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”