ხახვი წვრილად დავჭრათ.
ჩავყაროთ ქვაბში და მოვხრაკოთ კარაქში.
მაწონს დავასხათ თბილი წყალი და კარგად გავთქვიფოთ.
ჩავასხათ მოშუშულ ხახვში.
ადუღებამდე განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით, რომ არ აიჭრას.
ჩავამატოთ მოხარშული ბრინჯი (თუ იყენებთ) და დავამატოთ კარაქი.
ცალკე ჭურჭელში კვერცხს დავუმატოთ პურის ფქვილი და კარგად ავთქვიფოთ.
ათქვეფილი კვერცხი თანდათანობით ჩავუშვათ ქვაბში.
თან განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ კვერცხი არ აიჭრას.
ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და მარილი.
როგორც კი ადუღებას დააპირებს, გამოვრთოთ.
მივირთვათ თბილად ან ცივად, სურვილისამებრ.

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”