ცნობილი ესპანური ცივი სუპი გასპაჩო — გამაგრილებელი, მსუბუქი და ჯანსაღი ბოსტნეულის პიურე. იდეალურია ზაფხულის ცხელ დღეებში, სავსე ვიტამინებით და ბუნებრივი გემოთი.
პური დავჭრათ პატარა კუბიკებად.
გავხუხოთ ღუმელში 100 გრადუსზე ოქროსფრად, რომ კრუტონები მიიღოთ.
პომიდორი გავფცქვნათ და დავჭრათ ნაჭრებად.
კიტრი გავთალოთ და დავჭრათ.
ბულგარულ წიწაკებს გამოვაცალოთ თესლი და დავჭრათ.
პომიდორი, კიტრი, ორივე ბულგარული წიწაკა, ნიორი და მარილი ერთად ჩავდოთ ბლენდერში.
დავაბლენდეროთ ერთგვაროვან, გლუვ პიურემდე.
დავამატოთ ზეითუნის ზეთი.
გავაციოთ მაცივარში მინიმუმ 1-2 საათი.
მივირთვათ ცივად, პურის გახუხულ კუბიკებთან (კრუტონებთან) ერთად.
სურვილისამებრ მოვაყაროთ ახალი მწვანილი (ბაზილიკი, ქინძი).
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”