ქათამი გავრეცხოთ და დავჭრათ ნაჭრებად.
ჩავალაგოთ მოზრდილ ქვაბში.
დავასხათ წყალი და მოვხარშოთ.
პირველი ადუღებისას მოყენებული ქაფი მოვაშოროთ.
ქათამი თითქმის რომ მოიხარშება (დაახლოებით 40 წუთი), დავუმატოთ გათლილი და რგოლებად დაჭრილი სტაფილო.
დავამატოთ მთლიანი გარეცხილი ხახვები.
კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ ოთხ ნაწილად.
ჩავამატოთ ბულიონს.
15 წუთის შემდეგ დავამატოთ გარჩეული და გარეცხილი ბრინჯი.
ვხარშოთ ბრინჯის და კარტოფილის მზადყოფნამდე (დაახლოებით 20 წუთი).
ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კამა და მარილი გემოვნებით.
გადმოვდგათ და დავაყოვნოთ რამდენიმე წუთი.
მივირთვათ ცხელი, პურთან ერთად.

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”