გასუფთავებული და გარეცხილი ქათამი მოვათავსოთ ქვაბში.დავასხათ წყალი და მოვხარშოთ.
მოხარშული ქათამი ბულიონიდან ამოვიღოთ და მოვაყაროთ მარილი.
დავჭრათ ნაჭრებად და გავაციოთ.
ბულიონი გადავწუროთ და შევინახოთ.
წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ერბოში ან კარაქში.
დავამატოთ ფქვილი და 3-4 წუთი ვშუშოთ განუწყვეტლივ მორევით.
მოთუშულ ხახვსა და ფქვილში ჩავალაგოთ დაჭრილი ქათამი.
დავასხათ ბულიონი და წამოვადუღოთ ხშირი მორევით.
ცალკე ჭურჭელში ავთქვიფოთ კვერცხი და დავამატოთ ძმარი.
გათქვეფილ კვერცხში ნელ-ნელა ვამატოთ ბულიონის წვენი და თან სულ ვურიოთ, რომ არ აიჭრას.
ბულიონიანი ათქვეფილი კვერცხი ჩავუშვათ ქვაბში და ისევ განუწყვეტლივ ვურიოთ.
როგორც კი ადუღებას დააპირებს, გამოვრთოთ.
დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და მარილი.
მივირთვათ ცხლად, პურთან ერთად.

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”