კარგად გავათქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად.
დავამატოთ ხაჭო და ავურიოთ.
ძმარში გავხსნათ არასავსე ჩაის კოვზი სოდა.
არაჟანში შევურიოთ ძმრით გახსნილი სოდა.
დავამატოთ ხაჭოიან მასას და კარგად ავურიოთ.
დავამატოთ ვანილი და მწიკვი მარილი.
თანდათანობით დავამატოთ ფქვილი, იმდენი რამდენსაც შეიზელს (დაახლოებით 2 ჭიქა).
მოვამზადოთ სქელი არაჟნის სისქის ცომი.
ტაფა გავაცხელოთ და დავასხათ ზეთი.
სუფრის კოვზით მოვათავსოთ ცომის გუნდები თითო-თითოდ.
დავახუროთ სახურავი და ვაცხოთ დაბალ ცეცხლზე.
ზედა მხარე რომ მოშრება და ოდნავ გამაგრდება, გადავაბრუნოთ.
სახურავი აღარ დავახუროთ და გამოვაცხოთ ბოლომდე ოქროსფერ ფერამდე.
მივიტანოთ სუფრაზე არაჟანთან ან მურაბასთან ერთად.

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”