ნიგვზიანი ბადრიჯანი — ტრადიციული ქართული კერძი, რომელშიც შემწვარ ბადრიჯანს კმაზავენ ნიგვზიანი სანელებლებით. სუფრისთვის იდეალური აპეტაიზერი ან მეორე კერძი, ბროწეულის მარცვლებით მორთული.
ბადრიჯანს მოვაჭრათ ყუნწები, გავრეცხოთ და დავჭრათ სიგრძეზე 3-4 ნაჭრად.მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 30-40 წთ.
როდესაც ყავისფერი წვეთები გამოუვა, გავწუროთ,შევმაშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით და შევწვათ ცხელ ზეთში.
მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
გატარებულ ნიგოზს დავუმატოთ მოხრაკული ხახვი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, მარილი, გატარებული ნიორი, აჯიკა ან დაფქული წითელი წიწაკა, ავურიოთ, დავამატოთ ძმარი და ისევ ავურიოთ.
გაგრილებულ შემწვარ ბადრიჯნის ნაჭრებს წავუსვათ ნიგვზიანი მასა მთელ სიგრძეზე და გადავკეცოთ.
გარედან ოდნავ წავუსვათ ნიგვზიანი მასა კანის დასაფარად.
გადავიტანოთ თეფშზე და მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”