აჩმა

აჩმა

ტრადიციული აჭარული აჩმა — ფენოვანი, ნაზი და ყველით გაჯერებული კერძი ხაჭაპურისა და ლაზანიის იდეალურ ნაზავს წააგავს. გამდნარი ყველი, კარაქის სურნელი, ფაფუკი ცომი და კნატუნა ზედაპირი ქმნის დაუვიწყარ გემოს.

წინასწარი დრო
40 წთ
მომზადების დრო
40 წთ
პორცია
8
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 5 ც კვერცხი
  • 300 მლ თბილი წყალი
  • 300 გ კარაქი
  • 1 კგ ყველი
  • 1.5 კგ ფქვილი
  • მარილი — გემოვნებით
  • მწიკვი სოდა

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია520
ცილა18 გ
ნახშირწყლები45 გ
ცხიმი28 გ
ბოჭკო1 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

აჩმა მომზადების წესი

  1. 1

    კვერცხი და თბილი წყალი ათქვიფე კარგად, დაუმატე მარილი და მწიკვი სოდა.

  2. 2

    შეაზილე ფქვილი და მოზილე ხაჭაპურის ცომზე ოდნავ მაგარი კონსისტენციის ცომი .

  3. 3

    გაყავი ცომი 6 ნაწილად. პირველი ფენა გაბრტყელე და დააფინე ცხიმწასმულ ფირფიტაზე ისე, რომ ოდნავ ნაპირებზეც გადმოვიდეს.

  4. 4

    აადუღე წყალი დიდი ქვაბით და დაამატე ცოტაოდენი მარილი.

  5. 5

    მეორე ფენა გააბრტყელე ძალიან თხლად, ჩააგდე ადუღებულ წყალში 1 წუთამდე, შემდეგ ამოიღე და მოათავსე ცივ წყალში.

  6. 6

    გაციებული ფენა ამოიღე საწურით, გაშალე პირველ ფენაზე და წაუსვი გამდნარი კარაქი.

  7. 7

    ასევე მეორე თხელი ფენაც ჩაუშვი ადუღებულ წყალში, გააჩერე 1 წუთამდე,ამოიღე და მოათავსე ცივ წყალში, გაციებული ამოირე საწურით და გაშალე წინა ფენაზე.

  8. 8

    ორი ფენის შემდეგ მოაყარე დაჭყლეტილი ყველი.

  9. 9

    შემდეგი 2 ფენაც წინა ორის მსგავსად, სათითაოდ ჩავუშვათ ადუღებულ წყალში, გავაციოთ და ყველიან ფენაზე ზემოდან გავშალოთ, თითოეულს წავუსვათ გამდნარი გამდნარი კარაქი

  10. 10

    ბოლო ფენა ადრებულ წყლში არ ჩაუშვა — პირდაპირ გადააფარე ყველა ფენას ზემოდან. წაუსვი გადმნარი კარაქი და დაჭერი სასურველი ზომის ნაჭრებად საცხობ ფირფიტაზევე..

  11. 11

    გამოაცხვე ღუმელში 200°C-ზე 40–60 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი ოქროსფერი გახდება.

Chef's Tips

  • აჩმა შეგიძლია მოამზადო წინასწარ და გამოაცხო მეორე დღეს — მაცივარში კარგად ინახება.
  • პირველი და ბოლო ფენის ცომის ნაწილები ოდნავ მეტი უნდა იყოს, ვიდრე დანარჩენები, რადგან ოდნავ დიდი ფენები გჭირდება.
  • ცომის გასაბრტყელებლად გამოიყენე კარგად დაფქვილი ფქვილი, რომ ფენები არ მიეკრას ერთმანეთს.

რატომაა აჩმა სასარგებლო

  • კვერცხი მდიდარია ცილებით, ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით (A, D, B12). ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას და იმუნურ სისტემას.
  • კარაქი მდიდარი A, D, K ვიტამინებით. სასარგებლოა ძვლის ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ენერგიის მისაღებად, თუმცა ზომიერად უნდა იქნას გამოყენებული.
  • ყველი მდიდარია კალციუმით, ვიტამინ B12-თი და ცილებით. ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობას, კბილების სიძლიერეს და ენერგიას.

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”