პიცის სოუსის მოსამზადებლად პომიდორს დავასხათ ცხელი წყალი და გავაჩეროთ რამდენიმე წუთი. შემდეგ გავფცქვნათ და დავჭრათ. პომიდორს დავამატოთ ოდნავ მარილი, ხმელი ორეგანო, ნიორი, ბაზილიკი და დავაბლენდეროთ.
ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი, დავამტოთ დაბლენდერებული პომიდორი და ვადუღოთ 10-15 წუთი შესქელებამდე.
საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ ბებოს ლავაში ისე, რომ ოდნავ ნაპირებზე გადმოვიდეს.
წავუსვათ მაწონშერეული ათქვეფილი კვერცხი და დავაფაროთ მეორე ფენა ბებოს ლავაში.
დავასხათ შეგრილებული პიცის სოუსი და თანაბრად წავუსვათ მთელ ზედაპირზე.
მოვაყაროთ გახეხილი ყველი, დავალაგოთ ბეკონისა და ძეხვის ნაჭრები.
დავამატოთ წითელი და მწვანე ბულგარული.
ბოლოს დავალაგოთ ბაზილიკის ფოთლები.
ვაცხოთ 200°C ტემპერატურაზე 20-30 წუთით, სანამ ყველი გადნება და ზედაპირი მოიბრაწება.

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”