სუპ-ხარჩო რეცეპტი

სუპ-ხარჩო

ქართული ტრადიციული წვნიანი კერძი — ხორცის ბულიონი ბრინჯით, პომიდვრითა და არომატული სუნელებით. გემრიელი, შიშხათიანი ცხელი სუპი, რომელიც ქართული სამზარეულოს სიმბოლოა.

წინასწარი დრო
20 წთ
მომზადების დრო
90 წთ
პორცია
6
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 1 კგ - ქათამი ან ძროხის ხორცი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 0.5 კგ - პომიდორი
  • ნახევარი ჩ.ჭიქა - ბრინჯი
  • გემოვნებით - ქინძი
  • გემოვნებით - ოხრახუში
  • გემოვნებით - წიწაკა
  • გემოვნებით - მარილი
  • გემოვნებით - კარაქი
  • გემოვნებით - ხმელი ქინძი
  • გემოვნებით - უცხო სუნელი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია340
ცილა28 გ
ნახშირწყლები32 გ
ცხიმი12 გ
ბოჭკო3 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

სუპ-ხარჩო მომზადების წესი

  1. 1

    გარეცხილი და დაჭრილი ქათამი ან ძროხის ხორცი მოვხარშოთ მოზრდილ ქვაბში.

  2. 2

    ხორცი რომ მოიხარშება, ამოვიღოთ ცალკე.

  3. 3

    წვენი გადავასხათ სხვა ჭურჭელში.

  4. 4

    წვრილად დაჭრილი ხახვი ჩავყაროთ ქვაბში და მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე კარაქში.

  5. 5

    დავასხათ ხორცის ნახარში და წამოვადუღოთ.

  6. 6

    ადუღებისთანავე დავუმატოთ გარჩეული და გარეცხილი ბრინჯი.

  7. 7

    დაჭრილი კანგაცლილი პომიდორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანში ან მსხვილ საწურზე.

  8. 8

    ბრინჯის 5 წუთით დუღილის შემდეგ დავუმატოთ პომიდვრის პიურე.

  9. 9

    ჩავამატოთ ხორცის ნაჭრები და ვხარშოთ ბრინჯის მოხარშვამდე.

  10. 10

    ბოლოს ჩავყაროთ დაჭრილი ოხრახუში, ქინძი, წიწაკა, ხმელი ქინძი და უცხო სუნელი.

  11. 11

    დავამატოთ მარილი გემოვნებით და გადმოვდგათ.

  12. 12

    მივირთვათ ცხელად, პურთან ერთად.

Chef's Tips

  • შეგიძლიათ მხოლოდ ცოცხალი მწვანილით გააკეთოთ, თუმცა ხარჩოს ძალიან უდება ცოტაოდენი ხმელი ქინძი და უცხო სუნელი - განსაკუთრებულ არომატს აძლევს.
  • პომიდვრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტყემალი ან ტყლაპის ნაჭრები.
  • ვეგეტარიანული ან სამარხვო ვერსიისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ უხორცოდ.
  • თუ ძალიან სქელია, დაამატეთ მეტი ბულიონი ან წყალი.

რატომაა სუპ-ხარჩო სასარგებლო

  • ხორცი ცილის უმნიშვნელოვანესი წყაროა და მისი მოხმარებით ორგანიზმი უზრუნველყოფილია ყველა იმ ამინომჟავათი, რომელთა მიღებაც მცენარეული საკვებიდან შეუძლებელია .
  • ქათამი შეიცავს ყველაზე დიდი რაოდენობით ცილას. ის არის კუნთოვანი მასისა და ენერგიის წყარო. ადვილად მონელებადია.
  • ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით და ქრომით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ანთების შემცირებას და იმუნიტეტს.
  • პომიდორი მდიდარია C ვიტამინით, ლიკოპენითა და ანტიოქსიდანტებით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, კანის მდგომარეობას და იმუნიტეტს.
  • ბრინჯი არ შეიცვას გლუტენს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და გულის ჯანმრთელობას. ამაღლებს სეროტონინს - კარგ ხასიათზე მომყვან ჰორმონს. არეგულირებს მადას.
  • ქინძი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის ჯანრმთელობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს
  • ოხრახუში მდიდარია A, C, და K ვიტამინებით. ხელს უწყობს თვალების ჯანმრთელობას, ძვლების სიმყარეს, საჭმლის მონელებას. აქვს შარდმდენი ეფექტი
  • კარაქი მდიდარი A, D, K ვიტამინებით. სასარგებლოა ძვლის ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ენერგიის მისაღებად, თუმცა ზომიერად უნდა იქნას გამოყენებული.

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”