კარაქის ნახევარი გამოიღე მაცივრიდან და ჩახეხე ჯამში.
დაამატე 3 ჭიქა ფქვილი და ხელით მოზილე, სანამ ფშვნადი და ფხვიერი მასა არ მიიღება.
შეურიე მაწონი (1 ს.კ. შეინახე ზემოდან წასასმელად), სოდა ძმრით და ვანილი.
კარგად მოზილე ცომი, შეახვიე ფოლგაში და მოათავსე მაცივარში 4 საათით.
გულსართის მოსამზადებლად — გაადნე კარაქის მეორე ნახევარი ტაფაზე, თბილზე დაამატე 2 ჭიქა ფქვილი და ურიე დაბალ ცეცხლზე, სანამ ოდნავ ვარდისფერი გახდება.
შემდეგ დაამატე შაქარი და ვანილი, ურიე ერთგვაროვანი ტექსტურის მიღებამდე.
გაციებული ცომი გაყავი 4 ნაწილად, თითოეული გააბრტყელე თხლად და მოაყარე გულსართი.
გადაახვიე რულეტივით, დაჭერი ფიგურული დანით და გადაუსვი მაწონთან ათქვეფილი კვერცხი.
გამოაცხვე 180°C ტემპერატურაზე დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი ოქროსფერი გახდება.
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”