სალიანკა საქონლის ხორცით რეცეპტი

სალიანკა საქონლის ხორცით

ქართული ტრადიციული კერძი - საქონლის ხორცი ბულგარული წიწაკითა და პომიდვრის სოუსიტ. მდიდარი, არომატული და ფერადი კერძი, რომელიც ოჯახური სუფრის საყვარელი არჩევანია.

წინასწარი დრო
10 წთ
მომზადების დრო
50 წთ
პორცია
6
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 1 კგ - საქონლის ხორცი
  • 2-3 - თავი ხახვი
  • 1 ც - მწვანე ბულგარული წიწაკა
  • 1 ც - წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 კგ - პომიდორი
  • 1 ს.კ. ტომატის პასტა
  • 2-3 - კბილი ნიორი
  • გემოვნებით - ხმელი ქინძი
  • გემოვნებით - უცხო სუნელი
  • გემოვნებით - ქინძი
  • გემოვნებით - აჯიკა ან წიწაკა
  • გემოვნებით - მარილი
  • გემოვნებით კარაქი ან ერბო

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია430
ცილა36 გ
ნახშირწყლები18 გ
ცხიმი24 გ
ბოჭკო5 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

სალიანკა საქონლის ხორცით მომზადების წესი

  1. 1

    ხორცი კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად.

  2. 2

    ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ ცოტა წყალი.

  3. 3

    მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი.

  4. 4

    შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.

  5. 5

    დავუმატოთ კარაქი ან ერბო და ერთად მოვხრაკოთ რამდენიმე წუთი.

  6. 6

    ბულგარულ წიწაკებს გამოვაცალოთ თესლი და დავჭრათ.

  7. 7

    დავამატოთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა და ყველაფერი ერთად მოვთუშოთ.

  8. 8

    პომიდორს დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ რამდენიმე წუთი, რათა ადვილად გაიფრცქვნას.

  9. 9

    .

  10. 10

    პომიდორის კანი მოვაშოროთ და რბილობი დავჭრათ მცირე ზომებზე.

  11. 11

    მოხრაკულ ხორცს დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ტომატის პასტა.

  12. 12

    ოდნავ მოვხრაკოთ 1-2 წუთი.

  13. 13

    დავასხათ პომიდორის რბილობი და კარგად ავურიოთ.

  14. 14

    ვხარშოთ ზომიერ ცეცხლზე 20-25 წუთი, რომ ხორცი კარგად მოიხარშოს.

  15. 15

    დავამატოთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, დანაყილი ან დაჭყლეტილი ნიორი.

  16. 16

    დავამატოთ აჯიკა ან წიწაკა და მარილი გემოვნებით.

  17. 17

    ვადუღოთ კიდევ 5 წუთი, რომ გემო კარგად გაუჯდეს.

  18. 18

    სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ დაჭრილი ახალი ქინძი.

  19. 19

    მივირთვათ ცხლად, პურთან, მოხარშულ ბრნიჯთან, კარტოფილის პიურესთან ან სხვა გარნირთან ერთად.

Chef's Tips

  • ბულგარული წიწაკის დამატება აძლევს კერძს ფერადობასა და დამატებით გემოს.
  • ტომატის პასტა ამდიდრებს სოუსის გემოს და ფერს.
  • თუ სოუსი ძალიან სქელია, დაამატეთ ცოტა წყალი.
  • სალიანკა უკეთესია დაბალ ცეცხლზე ჩაიშუშუოს.
  • შეგიძლიათ დაამატოთ კარტოფილი
  • კერძი მეორე დღეს კიდევ უფრო გემრიელია.
  • საქონლის ხორცისთვის აირჩიეთ რბილი ნაწილი.

რატომაა სალიანკა საქონლის ხორცით სასარგებლო

  • ხორცი ცილის უმნიშვნელოვანესი წყაროა და მისი მოხმარებით ორგანიზმი უზრუნველყოფილია ყველა იმ ამინომჟავათი, რომელთა მიღებაც მცენარეული საკვებიდან შეუძლებელია .
  • ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით და ქრომით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ანთების შემცირებას და იმუნიტეტს.
  • ბულგარული წიწაკა მდიდარია C ვიტამინით, ანტიოქსიდანტებითა და ბეტა-კაროტინით. ხელს უწყობს იმუნიტეტს, კანის ჯანმრთელობას და ანთების შემცირებას.
  • პომიდორი მდიდარია C ვიტამინით, ლიკოპენითა და ანტიოქსიდანტებით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, კანის მდგომარეობას და იმუნიტეტს.
  • ნიორი აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს სისხლის წნევას, შაქარს და ქოლესტერინს. აქვს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღდეგო თვისებები.
  • ქინძი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის ჯანრმთელობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს
  • კარაქი მდიდარი A, D, K ვიტამინებით. სასარგებლოა ძვლის ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ენერგიის მისაღებად, თუმცა ზომიერად უნდა იქნას გამოყენებული.

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”