
სურნელოვანი და მსუბუქი ბორში ბოსტნეულით — ჭარხლის ფერისა და არომატის მქონე თბილი წვნიანი, რომელიც განსაკუთრებით გემრიელია არაჟანთან ან მაწონთან ერთად. მარტივი, ბიუჯეტური და ყოველდღიური სადილისთვის იდეალური ვარიანტია.
სტაფილო და ჭარხლის ნახევარი დავჭრათ სასურველ ზომებად (ან სურვილისამებრ დავახეხოთ).
ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, დავამატოთ სტაფილო და ჭარხალი და დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ/მოვხრაკოთ, რომდარბილდეს და არომატი გამოუშვას.
დავამატოთ გაფცქვნილი მთლიანი ხახვი და მოვშუშოთ კიდევ 2–3 წუთი.
დავასხათ სასურველი რაოდენობის წყალი, ჩავყაროთ დიდი კუბებად დაჭრილი კარტოფილი და ავადუღოთ.
დავამატოთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ კარტოფილი სრულად მოიხარშება
დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი (ნიახური და ოხრახუში), თხლად დაჭრილი ჭარხლის მეორე ნახევარი და მარილი
ვადუღოთ კიდევ 3–5 წუთი, შემდეგ გამოვრთოთ და გავაჩეროთ თავდახურული 10 წუთი, რომ გემოები შეერთდეს.
მივიტანოთ სუფრასთან არაჟანთან ან მაწონთან ერთად.

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”