
ტრადიციული ქართული კერძი - საქონლის ნაზი ხორცი პომიდვრის სოუსში, ხახვითა და არომატული მწვანილებით. მდიდარი, წვნიანი და უგემრიელესი, იდეალურია ოჯახურ ან საზეიმო სუფრაზე.
ხორცი კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად.
ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ ცოტა წყალი.
მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი.
შემდეგ დავამატოთ არც ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი.
დავუმატოთ კარაქი ან ერბო და ერთად მოვხრაკოთ.
სანამ ხორცი ითუშება, პომიდორს დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ რამდენიმე წუთი, რათა კანი ადვილად მოვშორდეს.
პომიდორს მოვაშოროთ კანი და პომიდორის რბილობი დავჭრათ მცირე ზომებზე.
დავასხათ მოხრაკულ ხორცსა და ხახვს.
კარგად ავურიოთ.
ვხარშოთ ზომიერ ცეცხლზე 20-25 წუთი, რომ ხორცი კარგად მოიხარშოს.
დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, დანაყილი ან დაჭყლეტილი ნიორი.
დავამატოთ წიწაკა ან აჯიკა და მარილი გემოვნებით.
ვადუღოთ კიდევ 5 წუთი, რომ გემო კარგად გაუჯდეს.
სუფრაზე მიტანის წინ კიდევ მოვაყაროთ დაჭრილი ახალი მწვანილი (ქინძი, ოხრახუში).
მივირთვათ ცხლად, პურთან ან გარნირთან ერთად.

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”