პომიდორს დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ რამდენიმე წუთი.
გავფცქვნათ, დავჭრათ და დავბლენდეროთ ნიორთან, ბაზილიკთან და ორეგანოსთან ერთად.
ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი და დავამატოთ მიღებული მასა.
დავამატოთ ცოტა მარილი და ვადუღოთ საშუალო ცეცხლზე 10–15 წუთი, სანამ სოუსი შესქელდება.
გამოიყენეთ როგორც პიცის ბაზის სოუსი ან სხვა კერძებისთვისაც.
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”