პარმეზანი გახეხეთ წვრილად.
ჯამში შეურიეთ მაიონეზი, იოგურტი, დიჟონის მდოგვი და დაჭყლეტილი ნიორი.
დაამატეთ ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი.
კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ მიიღება.
გემოვნებით დაარეგულირეთ მარილი და პილპილი.
გამოიყენეთ დაუყოვნებლივ ან შეინახეთ მაცივარში 2 დღემდე.
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”