ბაჟე ნიგვზის

ბაჟე ნიგვზის

ტრადიციული ქართული ბაჟე — ნიგვზის არომატული და ნაზი სოუსი, რომელიც იდეალურად ერწყმის ღომს, ქათამს ან თევზს. სურნელოვანი სანელებლებითა და მსუბუქად პიკანტური გემოთი იგი ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია.

წინასწარი დრო
15 წთ
მომზადების დრო
10 წთ
პორცია
6
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 300 გ ნიგოზი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1.5 ჩ/კ უცხო სუნელი
  • 1 ჩ/კ ხმელი ქინძი
  • მწიკვი დარიჩინი
  • გემოვნებით წითელი დაფქული წიწაკა
  • გემოვნებით მარილი
  • გადადუღებული წყალი
  • (ბაჟეზე მოსასხმელად) სიმინდის ზეთი
  • (ზეთისთვის) დაფქული წითელი წიწაკა
  • (ზეთისთვის) დაფქული ყვითელი ყვავილი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია280
ცილა7 გ
ნახშირწყლები5 გ
ცხიმი26 გ
ბოჭკო2 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

ბაჟე ნიგვზის მომზადების წესი

  1. 1

    50 მლ წყალში გახსენი ყველა სუნელი, ნიორი და მარილი.

  2. 2

    დაამატე ნიგოზი და დააბლენდერე ერთგვაროვან მასამდე.

  3. 3

    ნელ-ნელა დაამატე გადადუღებული წყალი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე.

  4. 4

    შეგიძლია მიირთვა ღომთან, შემწვარ ქათამთან ან თევზთან.

  5. 5

    ბაჟეზე მოსასხმელი ზეთის მოსამზადებლად — წინა დღეს სიმინდის ზეთში გახსენი დაფქული წითელი წიწაკა და ყვითელი ყვავილი.

  6. 6

    მეორე დღეს ზეთი გადაწურე და მოასხი უკვე გამზადებულ ბაჟეს.

Chef's Tips

  • ნიგოზი აარჩიე რაც შეიძლება თეთრი
  • ბაჟე არ უნდა იყოს ძალიან თხელი — იდეალური ტექსტურა არის სქელი და ნაზი.
  • თუ გიყვარს უფრო პიკანტური გემო, დაამატე ცოტა მეტი წითელი წიწაკა.

რატომაა ბაჟე ნიგვზის სასარგებლო

  • ნიგოზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით, მაგნიუმითა და ცილებით. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ტვინის ჯანმრთელობისთვის, ანთების შემცირებისა და კანისთვის.
  • ნიორი აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს, სისხლის წნევას, შაქარს და ქოლესტერინს. აქვს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღდეგო თვისებები.
  • ქინძი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის ჯანრმთელობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”