თბილ წყალში გახსენით საფუარი.
დაამატეთ ფქვილი, არაჟანი, კვერცხი, კარაქი და მარილი, მოზილეთ ცომი.
ცომი გააბრტყელეთ დაახლოებით 0.5 მმ სისქეზე და დაყავით რამდენიმე ნაწილად.
თითოეული ნაწილი გაჭიმეთ ცხიმწასმულ საცხობ ფიცარზე.
გადაიტანეთ ხორცსაკეპში გატარებული ნიგოზისა და შაქრის ფხვნილის ნარევი ცომზე.
დააფარეთ ცომის მეორე ფენა, კვლავ წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ნიგვზის ნარევი — გაიმეორეთ ეს ფენებად.
მიღებული მასა დაჭერით რომბისებურ ნაჭრებად.
ზედა ფენას წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.
გამოაცხვეთ 180°C ტემპერატურაზე 30–40 წუთი, ნელ ცეცხლზე.
მზა ფახლავას ზემოდან წაუსვით თაფლი ან სიროფი და კვლავ შედგით 5 წუთით ღუმელში.
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”