ნიგვზიანი ხარჩო რეცეპტი

ნიგვზიანი ხარჩო

ქართული ხარჩოს მეგრული ვერსია — ნიგვზიანი სოუსით, რომელიც კრემისებურ და მდიდარ გემოს აძლევს ტრადიციულ ხარჩოს. უნიკალური, არომატული და უგემრიელესი.

წინასწარი დრო
25 წთ
მომზადების დრო
85 წთ
პორცია
6
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 1 კგ - ქათამი ან ძროხის ხორცი
  • 2-3 - თავი ხახვი
  • 1 ჩ.ჭიქა - ნიგოზი
  • გემოვნებით - ქინძი
  • გემოვნებით - ოხრახუში
  • გემოვნებით - წიწაკა
  • გემოვნებით - ნიორი
  • გემოვნებით - მარილი
  • გემოვნებით - კარაქი
  • გემოვნებით - ხმელი ქინძი
  • გემოვნებით - უცხო სუნელი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია420
ცილა32 გ
ნახშირწყლები28 გ
ცხიმი22 გ
ბოჭკო3 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

ნიგვზიანი ხარჩო მომზადების წესი

  1. 1

    გარეცხილი და დაჭრილი ქათამი ან ძროხის ხორცი მოვხარშოთ მოზრდილ ქვაბში.

  2. 2

    ხორცი რომ მოიხარშება, წვენი გადავასხათ სხვა ჭურჭელში და გადავწუროთ.

  3. 3

    წვრილად დაჭრილი ხახვი ჩავყაროთ ქვაბში და ხორცთან ერთად მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე კარაქში

  4. 4

    ნიგოზი, ქინძი, ნიორი, წიწაკა და მარილი კარგად დავნაყოთ ან გავატაროთ ბლენდერში.

  5. 5

    ნიგვზის ნარევი გავხსნათ ბულიონის წვენში თანდათანობით.

  6. 6

    დავასხათ მოთუშულ ხახვსა და ხორცს.

  7. 7

    როგორც კი წამოდუღდება, დავამატოთ ხმელი ქინძი და უცხო სუნელი და გამოვრთოთ.

  8. 8

    მივირთვათ ცხლად, პურთან ან ღომთან ერთად.

Chef's Tips

  • ვეგეტარიანული ან სამარხვო ვერსიისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ უხორცოდ.
  • ნიგვზის ნარევი თანდათანობით გახსენით ბულიონში, რომ არ დაბურთულდეს.
  • მეტი სისქისთვის ნიგვზიან ნარევს შეგიძლიათ დაამატოთ 1-2 ს.კ სიმინდის ფქვილი
  • ხმელ სუნელთან ერთად დაამატეთ დაფნის ფოთოლი ან დაფქული პაპრიკა, თუ უფრო გამოკვეთილ გემოს ამჯობინებთ.

რატომაა ნიგვზიანი ხარჩო სასარგებლო

  • ხორცი ცილის უმნიშვნელოვანესი წყაროა და მისი მოხმარებით ორგანიზმი უზრუნველყოფილია ყველა იმ ამინომჟავათი, რომელთა მიღებაც მცენარეული საკვებიდან შეუძლებელია .
  • ქათამი შეიცავს ყველაზე დიდი რაოდენობით ცილას. ის არის კუნთოვანი მასისა და ენერგიის წყარო. ადვილად მონელებადია.
  • ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით და ქრომით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ანთების შემცირებას და იმუნიტეტს.
  • ნიგოზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით, მაგნიუმითა და ცილებით. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ტვინის ჯანმრთელობისთვის, ანთების შემცირებისა და კანისთვის.
  • ქინძი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის ჯანრმთელობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს
  • ოხრახუში მდიდარია A, C, და K ვიტამინებით. ხელს უწყობს თვალების ჯანმრთელობას, ძვლების სიმყარეს, საჭმლის მონელებას. აქვს შარდმდენი ეფექტი
  • ნიორი აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს სისხლის წნევას, შაქარს და ქოლესტერინს. აქვს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღდეგო თვისებები.
  • კარაქი მდიდარი A, D, K ვიტამინებით. სასარგებლოა ძვლის ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ენერგიის მისაღებად, თუმცა ზომიერად უნდა იქნას გამოყენებული.

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”