მაცივრიდან გამოიღე 200 გ მარგარინი და ჩახეხე ჯამში.
დაამატე 4 ჭიქა ფქვილი და ხელით მოზილე, სანამ ფხვიერი ცომი არ მიიღება.
შეურიე მაწონი, ვანილი, სოდა ძმრით და ლიმონის წვენი ან ცედრა.
კარგად მოზილე, შეახვიე და მოათავსე მაცივარში 30 წუთით.
გულსართისთვის — აურიე ფქვილი და შაქარი, ჩახეხე 200 გ მარგარინი, დაამატე ვანილი და აურიე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გაციებული ცომი გაყავი 4 ნაწილად, თითოეული გააბრტყელე და გულსართი მოაყარე.
დაჭერი სასურველ ფორმებად და მოათავსე საცხობ ფირფიტაზე.
აცხვე 200°C ტემპერატურაზე 30-40 წუთის განმავლობაში, სანამ ქადები სასურველ კონდიციამდე მოიბრაწება.
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”