ლიმონის კექსი რეცეპტი

ლიმონის კექსი

მომჟავო, არომატული და ფუმფულა ლიმონის კექსი - ლიმონის ცედრითა და წვენით გაჟღენთილი, ტკბილი სიროფით დაფარული. სრულყოფილი დესერტი ჩაისთან ან ყავასთან.

წინასწარი დრო
20 წთ
მომზადების დრო
50 წთ
პორცია
8
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 3 ც - კვერცხი
  • 2 ც - ლიმონი
  • 200 გ - შაქარი
  • 110 გ - კარაქი
  • 30 მლ - ზეთი
  • 200 გ - ფქვილი
  • 1 ჩ.კ. - გამაფხვიერებელი ან სოდა
  • 110 - მლ რძე
  • გემოვნებით - ვანილი
  • 100 გ - შაქარი სიროფისთვის
  • 50 მლ - ლიმონის წვენი სიროფისთვის

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია340
ცილა6 გ
ნახშირწყლები52 გ
ცხიმი13 გ
ბოჭკო1 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

ლიმონის კექსი მომზადების წესი

  1. 1

    ლიმონი კანით გავხეხოთ სახეხზე და მოვაშოროთ ცედრა.

  2. 2

    გამოვწუროთ ლიმონის წვენი.

  3. 3

    ჯამში ჩავყაროთ 200გ შაქარი და დავამატოთ ლიმონის ცედრა.

  4. 4

    კარგად მოვურიოთ, რომ ცედრა შაქართან კარგად შეერიოს.

  5. 5

    დავამატოთ დამდნარი კარაქი და ავურიოთ.

  6. 6

    შემდეგ დავამატოთ ზეთი და ლიმონის წვენი, კარგად მოვურიოთ.

  7. 7

    დავამატოთ თითო-თითო კვერცხი და თითოეულის დამატების შემდეგ კარგად შევურიოთ კვერცხი მასას.

  8. 8

    ჩავამატოთ საცერში გატარებული ფქვილი და გამაფხვიერებელი.

  9. 9

    დავამატოთ რძე და ვანილი.

  10. 10

    ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთგვაროვან მასამდე.

  11. 11

    გადავიტანოთ კექსის გამოსაცხობ ფორმაში, რომელშიც ჩაფენილია კალკა ან საცხობი ქაღალდი.

  12. 12

    მასის შუაში სირძეზე გავავლოთ კოვზი და გავაკეთოთ პატარა არხივით ხაზი.

  13. 13

    ვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 50 წუთი.

  14. 14

    სანამ კექსი ცხვება, ცალკე ჯამში ჩავყაროთ 100გ შაქარი და დავასხათ 50მლ ლიმონის წვენი.

  15. 15

    დავდგათ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ შაქარი სრულად გაიხსნება.

  16. 16

    გამომცხვარ ცხელ კექსს მოვასხათ ლიმონის სიროფი.

  17. 17

    თეთრი მინანქარისთვის შაქრის პუდრა გავხსნათ ცოტაოდენ წყალში, რომ მივიღოთ სქელი სითხე. მოვასხათ გაგრილებულ კექსს ზემოდან.

Chef's Tips

  • ლიმონის ცედრა მხოლოდ ყვითელი ნაწილი უნდა იყოს, თეთრი ნაწილი მწარეა.
  • სიროფი ცხელ კექსზე უნდა მოასხათ, რომ კარგად შეიწოვოს.
  • მასის შუაში გაკეთებული ხაზი დაეხმარება კექსს თანაბრად გადახსნაში.
  • კექსის მზადყოფნას ჩხირით შეამოწმეთ - ჩადებული ჩხირი სუფთა უნდა გამოვიდეს.
  • თეთრ მინანქარს შეგიძლიათ მოაყაროთ ლიმონის ცედრა მეტი დეკორაციისთვის.
  • კექსი უკეთესად ინახება ჰერმეტულ კონტეინერში 3-4 დღის განმავლობაში.

რატომაა ლიმონის კექსი სასარგებლო

  • კვერცხი მდიდარია ცილებით, ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით (A, D, B12). ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას და იმუნურ სისტემას.
  • ლიმონი მდიდარია C ვიტამინთ, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქვეითებს ქოლესტერინს და წნევას, ხელს უწყობს ორგანიზმისმიერ რკინის შეწოვას. მასში შემავალი ლიმონმჟავა ხელს უშლის თირკმელში კენჭის წარმოქმნას.
  • კარაქი მდიდარი A, D, K ვიტამინებით. სასარგებლოა ძვლის ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ენერგიის მისაღებად, თუმცა ზომიერად უნდა იქნას გამოყენებული.
  • რძე მდიდარია კალციუმით, ვიტამინ D-თი და ცილებით. ხელს უწყობს ძვლების განვითარებას, კბილების ჯანმრთელობას და კუნთების შენარჩუნებას.

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”