ყიყლიყო

ყიყლიყო

ყიყლიყო — იგივე ფრანგული ტოსტი ძალიან მარტივი კერძია, რომელიც მზადდება კვერცხისა და პურის კომბინაციით. ფაფუკი და ოდნავ ხრაშუნა პურის ფენები, შემწვარი ყველის არომატით, იდეალურია საუზმისთვის

წინასწარი დრო
5 წთ
მომზადების დრო
20 წთ
პორცია
2
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 3 ცალი — კვერცხი
  • 4 ნაჭერი — პური (თხელი ან ტოსტერის)
  • 50 გ — ყველი (გახეხილი)
  • გემოვნებით — მარილი
  • 1 სუფრის კოვზი — კარაქი ან ზეთი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია260
ცილა12 გ
ნახშირწყლები18 გ
ცხიმი16 გ
ბოჭკო1 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

ყიყლიყო მომზადების წესი

  1. 1

    კვერცხი კარგად ათქვიფე და დაუმატე ცოტაოდენი მარილი.

  2. 2

    პური დაჭერი თხელ ნაჭრებად ან გამოიყენე ტოსტერის პური.

  3. 3

    ტაფა გააცხელე და ცხელ ტაფაში მოათავსე კარაქი ან ზეთი.

  4. 4

    პურის ნაჭრები ამოავლე ათქვეფილ კვერცხში ისე, რომ ცოტაოდენი მასა დარჩეს და გადაიტანე ცხელ ტაფაზე.

  5. 5

    დარჩენილ კვერცხის მასაში ჩახეხე ყველი, მოურიე და გადაიტანე პურის ნაჭრებზე ისე, რომ ზედაპირი კარგად დაფაროს.

  6. 6

    ტაფას დაახურე და დატოვე საშუალო ცეცხლზე.

  7. 7

    როდესაც ყველი კარგად გადნება, გადააბრუნე ნაჭრები ყველიანი ზედაპირით ქვემოთ, კვლავ დაახურე და შეწვი რამდენიმე წუთით, სანამ ყველიც მოიბრაწება.

  8. 8

    ყიყლიყოები გადაიტანე თეფშზე და მიირთვით ნებისმიერი სოუსით ან ძეხვით ან მის გარეშე.

Chef's Tips

  • შეგიძლია ყველის ნაცვლად გამოიყენო ძეხვის ან სოსისის თხელი ნაჭრები.
  • პური შეგიძლია ოდნავ წინასწარ შეაშრო ტოსტერში, რომ უფრო ხრაშუნა გამოვიდეს.
  • სასურველია მიირთვა ცხლად, როცა ყველი ჯერ კიდევ დამდნარია.

რატომაა ყიყლიყო სასარგებლო

  • კვერცხი მდიდარია ცილებით, ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით (A, D, B12). ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას და იმუნურ სისტემას.
  • ყველი მდიდარია კალციუმით, ვიტამინ B12-თი და ცილებით. ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობას, კბილების სიძლიერეს და ენერგიას.
  • კარაქი მდიდარი A, D, K ვიტამინებით. სასარგებლოა ძვლის ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ენერგიის მისაღებად, თუმცა ზომიერად უნდა იქნას გამოყენებული.

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”