კვერცხი პომიდორში

კვერცხი პომიდორში

კვერცხი პომიდორში, იგივე შაკშუკა - მარტივი და არომატული კერძი, სადაც მსუბუქად შემწვარი ხახვი და წვნიანი პომიდორი ქმნის არომატულ სოუსს, რომელშიც ნაზად იხარშება კვერცხი. იდეალურია როგორც საუზმისთვის, ასევე ლანჩზე ან მსუბუქი სადილისთვის.

წინასწარი დრო
10 წთ
მომზადების დრო
25 წთ
პორცია
3
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 6 ცალი — კვერცხი
  • 3 ცალი — პომიდორი
  • 1 თავი — ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი — ზეთი ან კარაქი
  • 1/2 ჩაის კოვზი — ქინძი
  • გემოვნებით — მარილი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია180
ცილა9 გ
ნახშირწყლები5 გ
ცხიმი14 გ
ბოჭკო1 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

კვერცხი პომიდორში მომზადების წესი

  1. 1

    ხახვი წვრილად დაჭერი და მოხრაკე ზეთში ან კარაქში.

  2. 2

    პომიდორს მოაშორე კანი, დაჭერი პატარა კუბებად და დაამატე მოხრაკულ ხახვს.

  3. 3

    დაუმატე ქინძი და მარილი, მოურიე და მოხარშე დაბალ ცეცხლზე, სანამ პომიდორი წამოდუღდება.

  4. 4

    შემდეგ ჩაახალე კვერცხები მთელ-მთელად ისე, რომ გული არ დაიშალოს.

  5. 5

    თითოეულ კვერცხს მოაყარე ცოტაოდენი მარილი, დააფარე თავსახური და ხარშე დაბალ ცეცხლზე 10–15 წუთის განმავლობაში.

  6. 6

    სუფრაზე მიტანის წინ მოაყარე ცოცხალი ქინძი ან რეჰანი.

Chef's Tips

  • კვერცხებს შეგიძლია მოაყარო სვანური მარილი მეტი არომატისთვის.
  • თუ გინდა უფრო წვნიანი ტექსტურა, პომიდორი ნაკლებად დააშრე.
  • შეიძლება ჩაამატო ცოტაოდენი ნიორი ან წიწაკა დამატებითი გემოსთვის.

რატომაა კვერცხი პომიდორში სასარგებლო

  • კვერცხი მდიდარია ცილებით, ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით (A, D, B12). ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას და იმუნურ სისტემას.
  • პომიდორი მდიდარია C ვიტამინით, ლიკოპენითა და ანტიოქსიდანტებით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, კანის მდგომარეობას და იმუნიტეტს.
  • ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით და ქრომით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ანთების შემცირებას და იმუნიტეტს.
  • კარაქი მდიდარი A, D, K ვიტამინებით. სასარგებლოა ძვლის ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ენერგიის მისაღებად, თუმცა ზომიერად უნდა იქნას გამოყენებული.
  • ქინძი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის ჯანრმთელობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”