ომლეტი ანუ შემწვარი კვერცხი ყველით და პომიდვრით — მსუბუქი და გემრიელი კერძი, რომელიც იდეალურია როგორც საუზმისთვის, ასევე მსუბუქი სადილისთვის. ნაზი კვერცხის მასა, არომატული ბულგარული წიწაკა, წვნიანი პომიდორი და დამდნარი ყველი ერთმანეთს სრულყოფილად ავსებს.
ხახვი და ბულგარული წიწაკა წვრილად დაჭერი და მოთუშე კარაქში ან ზეთში დაბალ ცეცხლზე.
ყველი გახეხე ან წვრილად დაჭერი.
პომიდორს მოაშორე კანი და წვნიანი ნაწილები, რბილობი დაჭერი მოგრძო ნაჭრებად.
კვერცხი ათქვიფე, დაუმატე მარილი და დაასხი მოთუშულ ხახვსა და ბულგარულ წიწაკას. მსუბუქად მოურიე.
ზემოდან მოათავსე პომიდორი, შემდეგ ყველი და მოაყარე ხმელი რეჰანი.
დაფარე თავსახური და დატოვე დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთი.
ომლეტი მზად არის, როდესაც ზედა ფენა მთლიანად გაშრება.
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”