
ტრადიციული ქართული კერძი — ქათმის ხორცი პომიდვრის სოუსში, ხახვითა და არომატული მწვანილებით. ნაზი, წვნიანი და უგემრიელესი, იდეალურია პურთან ან გარნირთან ერთად.
გასუფთავებული და გარეცხილი ქათამი დავჭრათ ნაჭრებად.
ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ ცოტა წყალი და მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.
შემდეგ დავამატოთ სიგრძეზე დაჭრილი ხახვი.
დავუმატოთ კარაქი ან ერბო და ერთად მოვხრაკოთ.
პომიდორი გავხეხოთ სახეხზე ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანში ან ბლენდერში.
დავასხათ ქათმის ხორცს და კარგად ავურიოთ.
ვხარშოთ ზომიერ ცეცხლზე 20-25 წუთი, რომ ხორცი კარგად მოიხარშოს.
შევაზავოთ წვრილად დაჭრილი ქინძით, რეჰანით, პილპილით და მარილით.
ვხარშოთ კიდევ 5 წუთი, რომ გემო კარგად გამოიხატოს.
სუფრაზე მიტანის წინ კიდევ მოვაყაროთ დაჭრილი ცოცხალი მწვანილი.
მივირთვათ ცხლად, პურთან ან გარნირთან ერთად.

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”