გოზინაყი რეცეპტი

გოზინაყი

გოზინაყი ტრადიციული ქართული საახალწლო ტკბილეულია — თაფლში მოხალული ნიგოზი - ჯანსაღი, ბუნებრივი და უგემრიელესი კნატუნა დესერტი, რომელიც ქართული საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია.

წინასწარი დრო
30 წთ
მომზადების დრო
30 წთ
პორცია
10
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 3 ჭიქა - ნიგოზი
  • 1.5 ჭიქა - თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი - შაქარი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია280
ცილა6 გ
ნახშირწყლები32 გ
ცხიმი15 გ
ბოჭკო2 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

გოზინაყი მომზადების წესი

  1. 1

    თეთრი ნიგოზის ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ ოდნავ მოგრძო ნაწილებად.

  2. 2

    მოვათავსოთ ღუმელში ან მოვხალოთ ტაფაზე ოდნავ, რომ არ გაწითლდეს.

  3. 3

    გავაგრილოთ და ხელის მორევით ან სულის შებერვით მოვაშოროთ კანი.

  4. 4

    განიერ და სქელძირიან ტაფაზე (სასურველია თუჯის) დავასხათ თაფლი და დავდგათ ცეცხლზე.

  5. 5

    დუღილისას მოვხადოთ ქაფი და ვადუღოთ 10 წუთი.

  6. 6

    დავამატოთ შაქარი და ვურიოთ, სანამ შაქარი სრულად არ გაიხსნება.

  7. 7

    თაფლი ჩავაწვეთოთ ცივწყლიან ლამბაქში - თუ გამაგრდა და არ გაიშალა, მზადაა.

  8. 8

    თაფლში ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი.

  9. 9

    განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით.

  10. 10

    ნიგოზი და თაფლი ოდნავ რომ შეწითლდება, ცხელივე გადავიტანოთ სველ პრიალა დაფაზე ან სილიკონის საფარზე.

  11. 11

    გავშალოთ და გადავანაწილოთ თანაბრად, დაახლოებით 0.5-1 სმ სისქეზე.

  12. 12

    დავჭრათ სანამ კარგად თბილია (მაგრამ არა ცხელი), რომბების ან სხვა სასურველ ფორმებად.

Chef's Tips

  • გოზინაყის დაჭრისას დანა დროდადრო შევაცხელოთ - ცხელი დანით დაჭრა უფრო ადვილია.
  • თუ გოზინაყიან თეფშს ან ლანგარს შევათბობთ, უფრო ადვილად აძვრება.
  • ნიგოზი არ გადაახალოთ - უბრალოდ ოდნავ მოვხალეთ კანის მოსაშორებლად.
  • განუწყვეტლივ აურიეთ, რომ არ დაიწვას ან არ გამწარდეს.

რატომაა გოზინაყი სასარგებლო

  • ნიგოზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით, მაგნიუმითა და ცილებით. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ტვინის ჯანმრთელობისთვის, ანთების შემცირებისა და კანისთვის.
  • თაფლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ბუნებრივი შაქრებითა და ანტიბაქტერიული თვისებებით. ხელს უწყობს ენერგიას, ხახის ანთების შემცირებას და იმუნიტეტის გაძლიერებას.

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”