ეკალას ფხალი

ეკალას ფხალი

ტრადიციული ქართული ფხალი ველური ეკალით — ნიგვზიანი, არომატული და უნიკალური გემოთი. ეკალას მომწვანო-იისფერი ფოთლები და ნიორ-ნიგვზიანი სოუსი ქმნიან განსაკუთრებულ, გემრიელ კერძს.

წინასწარი დრო
50 წთ
მომზადების დრო
30 წთ
პორცია
6
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 1 კგ ეკალა
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1,5 ჩაის ჭიქა ნიგოზი
  • 4 ძირი ქინძი
  • 4 ძირი ომბალო
  • გემოვნებით კამა
  • გემოვნებით ძმარი
  • გემოვნებით წიწაკა
  • გემოვნებით მარილი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია175
ცილა8 გ
ნახშირწყლები11 გ
ცხიმი12 გ
ბოჭკო5 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

ეკალას ფხალი მომზადების წესი

  1. 1

    ეკალა გავარჩიოთ და კარგად გავრეცხოთ.

  2. 2

    ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და მოვხარშოთ რბილად.

  3. 3

    მოხარშული ეკალა გადავიტანოთ საწურზე.

  4. 4

    დავასხათ ცივი წყალი ისე, რომ კარგად ფარავდეს და გავაჩეროთ 40 წუთი.

  5. 5

    ხელით კარგად გავწუროთ ეკალა.

  6. 6

    დავჭრათ ან ავკეპოთ ძირებიანად.

  7. 7

    დავნაყოთ ან გავატაროთ ბლენდერში ნიგოზი, ნიორი და წიწაკა.

  8. 8

    ნიგვზიანი მასა ავურიოთ ძმარში, დავამატოთ მარილი.

  9. 9

    ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ომბალო.

  10. 10

    ეს მასა დავამატოთ დაკეპილ ეკალას და კარგად ავურიოთ.

  11. 11

    გადავიტანოთ ტეფშზე და მოვაყაროთ დაჭრილი კამა.

  12. 12

    მივირთვათ ცივად, პურთან ან მჭადთან.

Chef's Tips

  • ეკალას წყალში გაჩერება აუცილებელია მწარე გემოს მოსაშორებლად.
  • კარგად გაწურეთ ეკალა, რომ ფხალი არ გამოვიდეს თხევადი.
  • თუ ეკალა ძალიან მწარეა, შეგიძლიათ უფრო დიდხანს გააჩეროთ ცივ წყალში.
  • ომბალო აძლევს ფხალს განსაკუთრებულ სიახლეს და არომატს.
  • ფხალი უკეთესად ინახება მაცივარში და 2-3 დღე შეგიძლიათ შეინახოთ.

რატომაა ეკალას ფხალი სასარგებლო

  • ეკალა მდიდარია ცილებით. ებრძვის საშარდე გზების ინფექციებს და ამსუბუქებს სახსრების ტკივილს.
  • ნიორი აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს, სისხლის წნევას, შაქარს და ქოლესტერინს. აქვს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღდეგო თვისებები.
  • ნიგოზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით, მაგნიუმითა და ცილებით. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ტვინის ჯანმრთელობისთვის, ანთების შემცირებისა და კანისთვის.
  • ქინძი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის ჯანრმთელობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”