ძროხის ხორცის კატლეტი რეცეპტი

ძროხის ხორცის კატლეტი

სახლური საქონლის ხორცის კატლეტი -გატარებულ ხორცი ხახვით, მწვანილებითა და კარაქით. ნოყიერი, წვნიანი და უგემრიელესი კერძი, რომელიც გარნირთან ერთად სრულყოფილ სადილს ქმნის.

წინასწარი დრო
25 წთ
მომზადების დრო
35 წთ
პორცია
4
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 700 გ - ძროხის ხორცი
  • 1 დიდი თავი - ხახვი
  • 2 კბილი - ნიორი
  • 1 ც - კვერცხი
  • 50 გ - კარაქი
  • გემოვნებით - ქინძი
  • გემოვნებით - რეჰანი
  • გემოვნებით - დაფქული პაპრიკა
  • გემოვნებით - შავი პილპილი
  • 2 ნაჭერი - ტოსტის პური
  • გემოვნებით - მარილი
  • საჭიროებისამებრ - მჭადის ფქვილი ამოსავლებად
  • საჭიროებისამებრ ზეთი შესაწვავად

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია420
ცილა32 გ
ნახშირწყლები12 გ
ცხიმი28 გ
ბოჭკო2 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

ძროხის ხორცის კატლეტი მომზადების წესი

  1. 1

    კარაქი მაცივრიდან გამოვიღოთ რამდენიმე საათით ადრე, რომ დარბილდეს.

  2. 2

    ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად.

  3. 3

    დავტოვოთ რამდენიმე ნაჭერი.

  4. 4

    დანარჩენი ნაწილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.

  5. 5

    ასევე გავატაროთ ხახვი, ნიორი, მსხვილად დაჭრილი ქინძი თავის ღეროებიანად და რეჰანი.

  6. 6

    გავატაროთ დარჩენილი ხორცის ნაჭრებიც.

  7. 7

    ორი ნაჭერი ტოსტის პური დავალბოთ წყალში.

  8. 8

    კარგად გავწუროთ და ისიც გავატაროთ მანქანაში.

  9. 9

    დავუმატოთ ერთი კვერცხი, მარილი, პაპრიკა და შავი პილპილი.

  10. 10

    კარგად ავზილოთ ხელით.

  11. 11

    ბოლოს დავუმატოთ დარბილებული კარაქი.

  12. 12

    კარგად შევაზილოთ ყველაფერი ერთად.

  13. 13

    გავაკეთოთ კატლეტები სასურველი ფორმისა და ზომის.

  14. 14

    ტაფაზე დავასხათ ზეთი და კარგად გავაცხელოთ.

  15. 15

    კატლეტები ამოვავლოთ მჭადის ფქვილში და დავდოთ ჯერ მაღალ ცეცხლზე რამდენიმე წუთი ორივე მხრიდან, რომ ქერქი გაიკეთოს და არ გამოშრეს.

  16. 16

    შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და შევწვათ თითო მხარეს დაახლოებით 12-15 წუთი.

  17. 17

    მივირთვათ თბილად, სასურველი გარნირით.

Chef's Tips

  • თუ რბილი კატლეტი გინდათ, ბოლო რამდენიმე წუთი შეწვისას ტაფას დახურეთ.
  • შეიძლება რეჰანის ნაცვლად გამოიყენოთ ოხრახუში.
  • კარაქის დამატება აძლევს კატლეტს ნოყიერებასა და წვნიანობას.
  • პური აუცილებელია კატლეტის სტრუქტურისთვის - ის აკავშირებს ინგრედიენტებს.
  • კატლეტები იდეალურია კარტოფილის პიურესთან, ბრინჯთან ან სალათასთან.
  • შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ და გააყინოთ, შემდეგ საჭიროებისამებრ შეწვათ.

რატომაა ძროხის ხორცის კატლეტი სასარგებლო

  • ხორცი ცილის უმნიშვნელოვანესი წყაროა და მისი მოხმარებით ორგანიზმი უზრუნველყოფილია ყველა იმ ამინომჟავათი, რომელთა მიღებაც მცენარეული საკვებიდან შეუძლებელია .
  • ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით და ქრომით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ანთების შემცირებას და იმუნიტეტს.
  • ნიორი აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს სისხლის წნევას, შაქარს და ქოლესტერინს. აქვს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღდეგო თვისებები.
  • კვერცხი მდიდარია ცილებით, ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით (A, D, B12). ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას და იმუნურ სისტემას.
  • კარაქი მდიდარი A, D, K ვიტამინებით. სასარგებლოა ძვლის ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ენერგიის მისაღებად, თუმცა ზომიერად უნდა იქნას გამოყენებული.
  • ქინძი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის ჯანრმთელობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”