ქათმის ჩქმერული ნაღებიან არომატულ სოუსში მოთავსებული შებრაწული ქათმის ნაჭრებია. ეს მადისამძღვრელი კერძი ნებისმერი ქართულის სუფრის მშვენებაა.
ქათამი გარეცხე და დაჭერი მსხვილ ნაჭრებად ან გაჭერი ქვემოდან სიგრძეზე, რომ კარგად გაიშალოს.
მოაყარე ცოტაოდენი მარილი.
შეწვი კეცზე ღუმელში ან ტაფაზე კარაქში, სანამ ქათამი ოქროსფრად შეიბრაწება.
შებრაწული ქათამი გადმოალაგე ცალკე ჭურჭელში.
იმავე ტაფაზე დაასხი ნაღები ან რძე და დაუმატე გატარებული ან დაჭყლეტილი ნიორი.
დაამატე მარილი და კარგად მოურიე, სანამ სოუსი გაცხელდება და ცოტათი შესქელდება. არ აადუღო.
ცხელი სოუსი მოასხი ჭურჭელში მოთავსებულ ქათმის ნაჭრებს და მიაწოდე ცხლად.
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”