ბრინჯს დაასხი ადუღებული წყალი ისე, რომ დაფაროს.
კარაქში დაბალ ცეცხლზე მოხალე ვერმიშელი, სანამ ოქროსფერი გახდება.
ბრინჯი გადაწურე საწურში და გადავლე ცივი წყალი.
მოხალულ ვერმიშელს დაამატე ბრინჯი, ადუღებული წყალი, მარილი და მოურიე.
დაფარე ქვაბი და ხარშე დაბალ ცეცხლზე, სანამ წყალს ბოლომდე შეიშრობს.
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”