ქათმის ფილე დაჭერი პატარა მოგრძო კუბიკებად, მოაყარე ცოტა მარილი და წაუსვი სოიოს სოუსი.
მოთუშე ქათმის ფილე ზეითუნის ზეთში, სანამ მსუბუქად მოიხრაკება.
დაამატე წვრილად დაჭრილი ხახვი, მწვანე და წითელი ბულგარული წიწაკა, სტაფილო და ერთად შუშე დაბალ ცეცხლზე.
დაამატე დაჭყლეტილი ნიორი და შუშე კიდევ რამდენიმე წუთი.
მოხარშე სპაგეტი, გადაწურე და გაავლე ცივი წყალი.
კეტჩუპი და სოიოს სოუსი აურიე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ჩაუშვი სპაგეტი ტაფაში, შეაზავე სოუსით და კარგად აურიე.
დაამატე მარილი გემოვნებით და მიირთვი ცხელი.
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”